PDF ვერსია


შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
,,რეუ” – შოთა რუსთაველის
სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი
წ  ე  ს  დ  ე  ბ  ა

(ახალი რედაქციით)

ქ. თბილისი

2010

მუხლი 1
საზოგადოების სახელწოდება, იურიდიული მისამართი და ზოგადი დებულებანი

1.1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება  (შემდგომში - ,,საზოგადოება”) საფირმო სახელწოდებით - ,,რეუ” – შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის, შემოკლებით კი შპს ,,რეუ”, შექმნილია საქართველოს "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით. საზოგადოებას კანონმდებლობით დაშვებული სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად აქვს სრული სამეურნეო დამოუკიდებლობა.
1.2. საზოგადოება არის იურიდიული პირი. იურიდიული პირის უფლებებს საზოგადოება იძენს დადგენილი წესით საჯარო (სამეწარმეო) რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
1.3. საზოგადოება შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
1.4. საზოგადოებას კანონმდებლობით დაშვებული სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად აქვს სრული სამეურნეო დამოუკიდებლობა.
1.5. საზოგადოება საკუთარ ვალდებულებებზე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით.
1.6. საზოგადოების იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, მელიქიშვილის 1/6. WEB-გვერდი: WWW.REU.GE   და  WWW.REU.EDU.GE .
1.7. საზოგადოების სამეურნეო წელი ემთხვევა კალენდარულს, პირველი წლის გამონაკლისით, რომელიც იწყება სახელმწიფო რეგისტრაციის დღიდან და მთავრდება 31 დეკემბერს.
1.8. საზოგადოების წესდების შეცვლა (მათ შორის, საწესდებო კაპიტალის შეცვლა და დამატებითი შენატანის დადგენა) შეიძლება მხოლოდ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, მიღებისათვის აუცილებელია კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობა.
1.9. წესდებაში ცვლილების შეტანა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით და სარეგისტრაციოდ უნდა წარედგინოს საგადასახადო ინსპექციას.

 

მუხლი 2
საზოგადოების იურიდიული სტატუსი

2.1. საქართველოს კანონმდებლობით საზოგადოება იურიდიული პირია. საზოგადოების სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით და ამ წესდებით.
2.2. საწედებო ამოცანების შესრულებისათვის საზოგადოებას აქვს უფლება დადოს გარიგებანი, შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იკისროს ვალდებულებები, იყოს მოსარჩლე და მოპასუხე სასამართლოში.
2.3. საზოგადოებას,    კანონმდებლობით   დაშვებული სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად აქვს სრული სამეურნეო დამოუკიდებელობა.
2.4. საზოგადოებას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მოქმედებს თვითანაზღაურების და თვითდაფინანსების პრინციპებზე.
2.5. საკუთარ ვალდებულებებზე საზოგადოება პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. სახელმწიფო პასუხს არ აგებს საზოგადოების ვალდებულებებზე, საზოგადოება პასუხს არ აგებს სახელმწიფოს ვალდებულებებზე.
2.6. საზოგადოებას აქვს საანგარიშსწორებო ანგარიში საქართველოში, აგრეთვე აქვს ბეჭედი, შტამპი, ბლანკები, ემბლემა, სავაჭრო ნიშანი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
2.7. საზოგადოებას შეუძლია გახსნას ანგარიში ნებისმიერ საფინანსო – საკრედიტო დაწესებულებაში და მათი საშუალებით აწარმოოს ყველა საკრედიტო – საანგარიშწორებო ოპერაციები როგორც ეროვნულ, ასევე უცხოური ვალუტის ანგარიშწორების, ნაღდ ანგარიშზე ან სხვა გადასახდელი საშუალებით გადასახადი თანხის სიდიდის განუსაზღვრელად. ანგარიშსწორების ფორმები განისაზღვრება საზოგადოებისა და მისი პარტნიორების ურთიერთშეთანხმებით.

მუხლი 3
საზოგადოების საქმიანობის მიზანი და საგანი

3.1. საზოგადოების შექმნის ძირითადი მიზანია დამფუძნებელთა და თავის მუშაკთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, საქართველოს მოსახლეობისა და იურიდიული პირების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება. სხვადასხვა სახის საქონელზე და მომსახურებაზე და ამ საქმიანობით მაქსიმალური მოგების მიღება, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ, დამფუძნებელთა ინტერესების შესაბამისად.
3.2. მართლზომიერი და არაერთჯერადი საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელიც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ხორციელდება.
3.3. ქვეყანაში განათლების დონის ამაღლება, კონკურენტუნარიანი, მაღალ კვალიფიციური ევრო-ინტეგრაციის დონის სპეციალისტების მომზადება.
-სამეწარმეო სამართლის ფარგლებში, საქართველოს "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონის, საკრედიტო სისტემის, ევროკომისიის, ევროსაბჭოსა, UNESCO/CEPES-ის და ბოლონიის პროცესის რეკომენდაციების მიხედვით სწავლების განხორციელება.
-ზოგადსაგანმანეთლებო, საშუალო-პროფესიული, უმაღლესი-პროფესიული, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხორციელება.

3.4. სწავლების პროცესის ოპტიმიზაციისათვის
-აუცილებელი სახელმძღვანელოების და მეთოდური ლიტერატურის შექმნა გამოცემა.
-საკუთარი ბეჭდვითი ორგანოს (გაზეთის, ჟურნალის), რადიოსა ტელევიზიის შექმნა.
-დისტანციური სწავლების ორგანიზება.

3.5. ნებისმიერი სამეურნეო და კომერციული საქმიანობის განხორციელება, რომელიც აკრძალული არ არის საქართველოს კანონმდებლობით. საქმიანობის იმ სახეებს, რომლებსაც სჭირდება სპეციალური ნებართვა, საზოგადოება განახორციელებს ამ ნებართვის (ლიცენზიის) აღების შემდეგ.

მუხლი 4
საზოგადოების საწესდებო კაპიტალი და დამფუძნებელი პარტნიორების წილი

4.1. საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შეიძლება დათქმულ იქნეს და შესრულდეს ნებისმიერი ვალუტით. საზოგადოების საბუღალტრო წიგნებში თანხა აღინიშნება ეროვნული ვალუტით.
4.2. შესატანი შეიძლება წარმოდგენილ იქნეს აგრეთვე სხვა ქონებრივი და არა ქონებრივი ობიექტის სახით, რომელიც უნდა შეაფასოს დამოუკიდებელმა ექსპერტმა.
4.3. საზოგადოების საწესდებო კაპიტალია ერთი ათასი (1 000) აშშ დოლარი
4.4. საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორი არის:
• დავით ხელაშვილი (დაბადებული 30.11.1961 წელს მცხეთაში, მცხ. მცხეთა, სოფ. დიღომი, დიდგორის #114, პირადი #31001016158, პ/მ #გ 1017198, გაც. 18.12.1006 წელს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მცხეთის სამსახურის მიერ) - მისი წილი საზოგადოების საწესდებო კაპიტალში განისაზღვრება 100%-ით, თანხით 1000 აშშ დოლარი.

 

მუხლი 5
საზოგადოება კაპიტალის შეცვლა

5.1. საზოგადოების პარტნიორს უფლება აქვს გაზარდოს ან შეამციროს საზოგადოების საწესდებო კაპიტალი. ცვლილება საწესდებო კაპიტალში ძალაში შედის მხოლოდ სახელმწიფო რეესტრში შეტანის შემდეგ.
5.2. საზოგადოების საწესდებო კაპიტალის გაზრდა ან შემცირება ხორციელდება პარტნიორის გადაწყვეტილებით.
5.3. საზოგადოების წესდებით შეიძლება განისაზღვროს პარტნიორთა მიერ შესატანის გარდა დამატებითი შესატანების გადახდაც. დამატებითი შესატანების წილი პროპორციული უნდა იყოს.

 

მუხლი 6
საზოგადოების ქონება

6.1. საზოგადოება თავის შეხედულებისამებრ ფლობს, სარგებლობს, განაგებს და მართავს საკუთარ ქონებას.
6.2. საზოგადოებას აქვს უფლება თავისი ქონების მიმართ განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და შეუძლია გამოიყენოს თავის ქონება ნებისმიერი სამეურნეო და სხვა საქმიანობაში, რომელიც არ არის აკრძალული კანონმდებლობით.
6.3. საზოგადოების ქონების შექმნის წყაროებს წარმოადგენს:
-  პარტნიორების საპაიო შენატანები;
-  პროდუქციის, სამუშაოების, მომსახურების, რეალიზაციის, აგრეთვე სხვა სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი.
- ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების შედეგად მიღებული შემოსავალი;
- ბანკის კრედიტები და სხვა სესხები;
- საქველმოქმედო შენატანები, ორგანიზაციების, საწარმოების და მოქალაქეების შემოწირულობა;
- შემოსავლის სხვა წყაროები, რომლებიც აკრძალული არ არის კანონმდებლობით.

 

მუხლი 7
მართვის ორგანოები

7.1.      საზოგადოების მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს პარტნიორთა კრება, რომელიც წარმართავს საზოგადოების საქმიანობას.
7.2.      საზოგადოების საქმიანობის ორგანიზაციისთვის პარტნიორთა კრების მიერ ინიშნება დირექტორი (რექტორი), რომელიც მინდობილობის გარეშე წარმოადგენს საზოგადოების ინტერესებს ყველა ორგანიზაციისა და უწყების წინაშე.
7.3.      დავით  ხელაშვილი (დაბადებული 30.11.1961 წელს მცხეთაში, მცხ. მცხეთა, სოფ. დიღომი, დიდგორის #114, პირადი #31001016158, პ/მ #გ 1017198, გაც. 18.12.2006 წელს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მცხეთის სამსახურის მიერ)

 

მუხლი 8
საზოგადოების პარტნიორები და მათი კომპეტენცია

8.1. საზოგადოების პარტნიორების კომპეტენციას განეკუთვნება.
8.2. საზოგადოების საპროცედურო წესებისა და სხვა შიდა დოკუმენტების დამტკიცება.
8.3. საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა.
8.4. საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური განვითარების საერო მიმართულებებისა და საზოგადოების საქმიანობის ძირითადი მიმართულების განსაზღვრა.
8.5. საზოგადოების გეგმებისა და მათი შესრულების შესახებ ანგარიშის დამტკიცება.
8.6. საზოგადოების დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა, აგრეთვე განცალკევებული და სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების დანიშვნა (არჩევნების შემდეგ დამტკიცება) და გამოწვევა, თუ ეს გათვალისწინებულია ამ ქვედანაყოფების დებულებით (წესდებით).
8.7. გენერალური სავაჭრო მინდობილობის (პროკურის) გაცემა.
8.8. ფილიალების და სხვა განცალკევებული ქვედანაყოფების შექმნა, რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია), მათი წესდების (დებულების) დამტკიცება.
8.9. საზოგადოების სხვა ორგანიზაციებში შესვლა და იქიდან გამოსვლა.
8.10. საზოგადოების ფონდების შემადგენლობის, დანიშნულების, ოდენობის, შექმნის წყაროებისა და გამოყენების წესის განსაზღვრა და შესაბამისი დებულების მიღება.
8.11.  საზოგადოებისა და მისი ფილიალების საქმიანობის წლიური შედეგების მოგების განაწილების წესისა და ზარალის დაფარვის წესის განსაზღვრა და დამტკიცება.
8.12. იმ ხელშეკრულებების დამტკიცება, რომლის თანხაც აღემატება მის მიერ დადგენილ ზღვარს.
8.13. ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან, აგრეთვე სხვა ორგანიზაციებისა და საწარმოების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ყიდვასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა.
8.14. საზოგადოების საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ძირითად საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება.
8.15. საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ლიკვიდატორების დანიშვნა და სალიკვიდაციო ბალანსის დამტკიცება.
8.16. სხვა საკითხები, რომელთა გადაწყვეტა კანონმდებლობისა და ამ წესდების თანახმად პარტნიორის კომპეტენციაში.
.

მუხლი 9
პარტნიორების უფლებები და ვალდებულებები

9.1.  საზოგადოების მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ან უცხოელი სრულწლოვანი ქმედუნარიანი მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, აგრეთვე იურიდიული პირი.
9.2. დამფუძვნებელი პარტნიორების უფლებები:
ა) ყოველი პარტნიორი წილის არანაკლებ ხუთი პროცენტის მესაკუთრე უფლებამოსილია, მოითხოვოს კრების მოწვევა ამ კრების მიზნისა და საფუძველის მითითებით.
ბ) პარტნიორები აკონტროლებენ საზოგადოების ხელმძღვანელობას.
დირექტორმა ნებისმიერი პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და მისცეს საშუალება, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს. დირექტორი უფლებამოსილია პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე უარი თქვას ამგვარი ინფორმაციის გაცემაზე, წიგნებისა და ჩანაწერების გაცნობაზე, თუ ეს ინფორმაცია პარტნიორმა შეიძლება გამოიყენოს საზოგადოების საწინააღმდეგო მიზნებისათვის და ამით საზოგადოებას და/ან მის მეკავშირე საწარმოებს მოუტანოს უარყოფითი შედეგები. დირექტორის უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
გ) სარჩელის შეტანის უფლება აქვს იმ პარტნიორს, რომელსაც ეთქვა უარი ინფორმაციის მიღებაზე.
დ)  ამ წესდების შესაბამისად მიიღოს დივიდენდი საზოგადოების მოგებიდან.
ე)  მიიღონ საზოგადოების მიერ გამოშვებული პროდუქცია (სამუშაოები, მომსახურება, პროდუქტები) პირველ რიგში.
ვ)   დაიცვან წესდების დებულებები.
9.3. დამფუძნებელი პარტნიორების ვალდებულებები:
ა)  დროულად შეიტანონ დათქმული შენატანი (მათშორის, დამატებითი შენატანი) მათი წილის შესაბამისად;
ბ) არ გაახმაურონ საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია;
გ) თავიანთი ქმედებით არ შელახონ საზოგადოების სახელი;
დ) დაიცვან წესდების დებულებები.

 

მუხლი 10
საზოგადოების  დირექტორი, მისი უფლებები და ვალდებულებები

10.1.    საზოგადოების საქმიანობას ხელმძღვანელობს და ახორციელებს საზოგადოების დირექტორი (რექტორი) , რომელიც ინიშნება პარტნიორების მიერ.
10.2.    დირექტორს (რექტორს) ენიჭება საზოგადოების სრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. Dდირექტორი (რექტორი) წარმოადგენს საზოგადოებას მესამე პირებთან ნებისმიერ კანონით დადგენილ ურთიერთობებში, გარდა ფინანსური ურთიერთობებისა.
10.3.    დირექტორი (რექტორი) უფლებამოსილია:
- დაამტკიცოს საზოგადოების ნორმატული დოკუმენტები და საშტატო განრიგი;
- მიიღოს და გაათავისუფლოს სამუშაოდან საზოგადოების მუშაკები, წაახალისოს     და დასაჯოს შინაგანაწესის შესაბამისად;
- დადოს გარიგებები, გასცეს მინდობილობები;
- გახსნას ანგარიშები;
- გამოსცეს საორგანიზაციო - განმაკარგულებელი ხასიათის დოკუმენტები;
- გადაწყვიტოს კანონმდებლობით და საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
10.4.    დირექტორი (რექტორი) ვალდებულია საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად. იგი ისე უნდა ზრუნავდეს საზოგადოების საქმეებზე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და უნდა მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ დირექტორი დაარღვევს ამ ვალდებულებას, იგი პასუხს აგებს საზოგადოების წინაშე. ამ შემთხვევაში დირექტორმა უნდა დაამტკიცოს, რომ მას არ დაურღვევია მისი ვალდებულებები.
10.5.    დირექტორი (რექტორი) ვალდებული არის საზოგადოების გადხდისუუნარობის დადგომის, ან ზედავალიანების დადგენის შემთხვევაში ბრალეული გაჭიანურების გარეშე, მაგრამ გადახდისუუნარობის დადგენიდან ან ზედავალიანების დადგენიდან არაუგვიანეს სამი კვირისა, განაცხადოს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ. დირექტორის ქმედება განცხადების ბრალეულ გაჭიანურებად არ მიიჩნევა, თუ დირექტორი გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას ეპყრობა ამ წესდების მე-10 მუხლით დადგენილი კეთილსინდისიერებით. დირექტორი ვალდებულია აუნაზღაუროს საზოგადოებას გადახდისუუნარობის დადგომის ან ზედავალიანების დადგენის შემდეგ გაღებული ხარჯები, გარდა იმ შემთხვევაში, თუ დირექტორი მოქმედებდა ამ წესდების მე-10 მუხლით დადგენილი კეთილსინდისიერებით.
10.6.    დირექტორი (რექტორი) თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს წერილობით, აუცილებლობის შემთხვევაში - სანოტარო წესით დამოწმებული გადაწყვეტილებების მეშვეობით.
10.7.    დირექტორი (რექტორი) ვალდებულია სამეურნეო წლის პირველი 3 (სამი) თვის განმავლობაში შეადგინოს გასული სამეურნეო წლის წლიური ბალანსი, ანგარიში მოგება-ზარალზე (წლიური ანგარიში), სამეურნეო მდგომარეობის დასკვნითი ანგარიში და ასევე მოგების განაწილების წინადადება პარტნიორთა კრებაზე წარსადგენად.
10.8.    დირექტორი ვალდებულია 10 (ათი) წლის განმავლობაში შეინახოს ყველა კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები საზოგადოების საქმიანობაზე.
10.9.    მხოლოდ საზოგადოების პარტნიორთა კრების თანხმობით დირექტორს შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა საზოგადოების სახელით:
ა) საზოგადოების კაპიტალდაბანდებათა შეძენა და გასხვისება, საწარმოების გასხვისება და საქმიანობის შეჩერება, სხვა საწარმოში საზოგადოების კუთვნილი წილის გასხვისება და ვალდებულებით დატვირთვა.
ბ) უძრავი ქონების და უძრავი ქონების მსგავსი უფლებების შეძენა, საზოგადოების უძრავი ქონების მსგავსი უფლებების გასხვისება და ვალდებულებით დატვირთვა.
გ) ფილიალების შექმნა და მათი ლიკვიდაცია.
დ)საზოგადოების წლიური ბიუჯეტის, როგორც საგეგმო ბალანსის და მოგებაზარალის გეგმის, ასევე ინვესტიციების გეგმის შედგენა, გრძელვადიანი ვალდებულებებით სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებების შეფასება;
ე) ინვესტიციები, რომელთა შესყიდვის ღირებულება ცალკე, ან მთლიანად ერთ სამეურნეო  წელიწადში აღემატება ბოლო წლის საბალანსო თანხის ათ პროცენტს.
ვ) საზოგადოების მიერ სესხებისა და კრედიტების აღება, რომელიც აღემატება პარტნიორთა  კრების მიერ დადგენილ ოდენობას.
ზ) სესხების და კრედიტების უზრუნველყოფა, თუ ისინი არ მიეკუთვნებიან საზოგადოების ჩვეულებრივ სამეურნეო საქმიანობას. ამგვარი უზრუნველყოფა დირექტორის მიმართ დაუშვებელია;
თ) საზოგადოების სამეურნეო დარგებისა და წარმოების სახეების წამოწყება და შეწყვეტა;
ი) საზოგადოების სამეურნეო პოლიტიკის ზოგადი პრინციპების დადგენა;
კ) ხელმძღვანელ მუშაკთათვის მოგებისა და სხვა მსგავს ურთიერთობებში მონაწილეობისა და პენსიის მიცემის უზრუნველყოფის პრინციპების განსაზღვრა.
ლ) საზოგადოების სავაჭრო  წარმომადგენლების (პროკურისტების) დანიშვნა და გამოწვევა.

 

მუხლი 11
პარტნიორთა კრება და კრების ზოგადი დებულებანი

11.1. პარტნიორთა კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც და იღებს გადაწყვეტილებას წლიური შედეგების შესახებ.
11.1.1. კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, როცა ყველა პარტნიორი წერილობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს.
11.1.2. კრება დაუყოვნებლივ უნდა იქნას მოწვეული, თუ წლიური ბალანსიდან, ან წლის განმავლობაში შედგენილი ბალანსიდან ირკვევა, რომ საზოგადოებამ შეიძლება დაკარგოს კაპიტალის ნახევარი.
11.2. რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვს:
ა) დირექტორს;
დირექტორი ვალდებულია მოიწვიოს საზოგადოების რიგგარეშე
მოითხოვოს საზოგადოების ინტერესები;
ბ) პარტნიორს ან პარტნიორთა ჯგუფს;
ამ შემთხვევაში პარტნიორი უნდა ფლობდეს წილის არა ნაკლებ 5%-ს და თუ ამას მოითხოვს საზოგადოების ინტერესები. მოთხოვნა უნდა დასაბუთდეს წერილობით.
11.3. პარტნიორთა რიგგარეშე კრების მოწვევის ინიციატორი რიგგარეშე კრების მოწვევის მოთხოვნას კრების დღის წესრიგის მითითებით გადასცემს დირექტორს. თუ დირექტორი კრებას არ მოიწვევს მოთხოვნიდან ათი დღის განმავლობაში, პარტნიორებს უფლება აქვთ რიგგარეშე კრების მოწვევის მოთხოვნით მიმართონ იმ სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზეც საზოგადოებას აქვს იურიდიული მისამართი.
11.4. პარტნიორთა კრება მოიწვევა იურიდიულ მისამართზე, ან სხვა ადგილზე.
11.5. დირექტორი ვალდებულია მორიგი ან რიგგარეშე კრება მოიწვიოს კრების თარიღამდე არანაკლებ შვიდი დღით ადრე პარტნიორებისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით. წერილში უნდა მიეთითოს კრების დღის წესრიგისა შესაძლო ცვლილებები საზოგადოების წესდებაში. წერილის მიღებიდან სამი დღის ვადაში პარტნიორს აქვს უფლება ცვლილებები შეიტანოს დღის წესრიგის პროექტში. კრების მოწვევა ამ პროცედურის დარღვევით არ არის კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილობის საფუძველი, თუ პარტნიორები კრების დაწყებამდე არ განაცხადებენ პროტესტს და მონაწილეობას მიიღებენ კრების მუშაობაში.
11.6. პარტნიორებს უფლება აქვთ კრების მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლობა უნდა გაფორმდეს სანოტარო წესით. მინდობილობა (დედანი, ან მისი ასლი) უნდა დაერთოს კრების ოქმს.
11.7. საერთო კრების თავმჯდომარედ აირჩიოს ერთ-ერთი პარტნიორი.
11.8. კრების მიმდინარეობისა და გადაწყვეტილების შესახებ ოქმს ადგენს და მას ხელს აწერს კრების თავმჯდომარე. დასაშვებია ოქმზე ხელი მოაწერონ კრებაზე დამსწრე ყველა პარტნიორებმა.
11.9.    პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებადუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია ნახევარზე მეტი ხმის უფლების მქონე, საწესდებო კაპიტალის პარტნიორები. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებადუნარიანი, მაშინ კრების თავმჯდომარე ვალდებულია არაუადრეს 8 (რვა) დღეში მოიწვიოს ახალი კრება იგივე დღის წესრიგით; ამ წესით მოწვეული კრება გადაწყვეტილებადუნარიანია გამოცხადებული, ან წარმოდგენილი კაპიტალქვოტის მიუხედევად.
11.10.  პარტნიორთა კრება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით იღებს გადწყვეტილებას შემდეგ საკითხებზე:
ა) საზოგადოების წლიური შედეგების დამტკიცება და შედეგების გამოყენება;
ბ) პარტნიორების შესატანის გადახდის მოთხოვნა;
გ) პარტნიორების დამატებითი შესატანების დაბრუნება;
დ) აუდიტორისა და სპეციალური კონტროლიორის არჩევა;
ე) უძრავი ქონების შეძენა და გასხვისება;
ვ) ინვესტიციების შესახებ, რომელთა ღირებულება ცალკე ან მთლიანად ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება ბოლო წლის საბალანსო თანხის 10% (ათ პროცენტს);
ე)  გადწყვეტილებების მიღება დირექტორის წინააღმდეგ სასამართლო პროცესში  მონაწილეობის შესახებ, ამ პროცესზე წარმომადგენლის დანიშვნა;
ვ) დირექტორის საქმიანობის კონტროლი; კრება უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დირექტორისაგან მოითხოვოს საზოგადოების საქმიანობის სრული ანგარიში;
ზ) დირექტორის დანიშვნა და გათავისუფლება (დირექტორთან შრომითი კონტრაქტის დადება და გაუქმება);
თ) გადწყვეტილების მიღება მეწარმეთა შესახებ კანონთა და ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში;
11.11. ყველა გადწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეთილებას.

 

მუხლი 12
საწესდებო კაპიტალში წილის დათმობა და დამკვიდრება

12.1. პარტნიორები სხვა პირს საწესდებო კაპიტალში თავისი წილის (წილის ნაწილის) გადაცემასთან ერთად, გადასცემენ მას თავის ყველა უფლებას და მოვალეობას.
12.2. თუ პარტნიორი თავდაპირველი წილის მისამატებლად შეიძენს სხვა წილს,  თითოეული წილი ინარჩუნებს თავისდამოუკიდებლობას.
12.3.  პარტნიორის მიერ წილის დათმობა მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებას. სანოტარო დამოწმებაა ასევე საჭირო შეთანხმებისათვის, რომლითაც წარმოიშობა პარტნიორის ვალდებულება წილის გასხვისების შესახებ.
12.4. წილის ნაწილობრივი გასხვისება შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოების ნებართვით. ნებართვაში უნდა აღინიშნოს შემძენის პიროვნება და თანხა, რომელიც შეესაბამება დაუნაწევრებელი შესატანის გაყოფის შედეგად წარმოშობილ თითოეულ წილს.
12.5. პარტნიორის გარდაცვალების შემთხვევაში ქონებრივი და სამართლებრივი მემკვიდრეობა გადადის მის სამართალმემკვიდრეზე.

 

მუხლი 13
წლიური შედეგები, ანგარიშება, მოგება და ფონდები

13.1. საზოგადოება ახორციელებს ანგარიშსწორებას ბიუჯეტთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
13.2   თანხა, რომელიც მიიღება საზოგადოების შემოსავლიდან სახელმწიფო ბიუჯეტთან, ბანკთან და სხვა დაწესებულებებთან ანგარიშსწორებისათვის, საზოგადოების ფონდების შესაქმნელად და შესავსებად, აგრეთვე საზოგადოების თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისათვის განკუთვნილი თანხების გამოკლებით, ანუ ნაშთით ჩათვლით და ზარალის გამოკლებით, ეკუთვნის საზოგადდოების პარტნიორებს.
13.3. საზოგადოების პარტნიორების გადაწყვეტილებით მთელი სუფთა მოგება შეიძლება დარჩეს საზოგადოებაში და გამოყენებული იქნეს რეინვესტირებისათვის.
13.4. საზოგადოებაში შეიძლება შეიქმნას ფონდები: მოხმარების, სარეზერვო (დაზღვევის, რისკის), საწარმოო და სოციალური განვითარებისა და სხვა.
13.5. საზოგადოების პარტნიორები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ თავისი ფონდებისა და რეზერვების სახეებს, შემადგენლობას, დანიშნულებას, ოდენობას, შექმნის წყაროებსა და გამოყებების წესებს.
13.6. საზოგადოება ახორციელებს აღრიცხვასა და ანგარიშებას დადგენილი წესით.
13.7. საზოგადოება ახორციელებს ანგარიშსწორებას ბიუჯეტთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
13.8. წლიური წმინდა მოგება ნაწილდება პარტნიორთა წილის პროპორციულად.

 

მუხლი 14
საზოგადოების საქმიანობის რევიზია

14.1. საზოგადოების საქმიანობის წლიურ რევიზიას ახორციელებს დამოუკიდებელი პარტნიორებისაგან და დირექტორისაგან სამართლებრივად და ეკონომიურად დამოუკიდებელი აუდიტორი, რომელიც ინიშნება პარტნიორების მიერ.
14.2.   რევიზია მოიცავს ანგარიშგების, წლიური ანგარიშისა და საქმის წარმოების პრაქტიკის შემოწმებას.
14.3.   ჩვეულებრივი წლიური ანგარიში უნდა შემოწმდეს რევიზიის აქტით. რევიზიის აქტიდან უნდა ჩანდეს, რომ სავალდებულო რევიზია ჩატარებულია საზოგადოების წიგნებისა და ჩანაწერების საფუძველზე, ასევე, დირექტორის, პროკურისტების გაცემული განმარტებებისა და მტკიცებულებების, წლიური ანგარიშისა და სამეურნეო საქმიანობის ანგარიშის საფუძველზე.
14.4. ჩატარებული რევიზიის შედეგებს აუდიტორი წარუდგენს საზოგადოების პარტნიორებს. აუდიტორმა რევიზიის აქტში უნდა მიუთითოს შემოწმების ადგილი და თარიღი.
14.5. ყოველგვარი საგანგებო შემთხვევის შესახებ, განსაკუთრებით სხვა საზოგადოებებთან საქმიანი ურთიერთობების მდგომარეობის თაობაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს პარტნიორებს.

 

მუხლი 15
ფილიალები

15.1. საზოგადოებას უფლება აქვს დააარსოს ფილიალები, რომლებიც იურიდიულ პირებს არ წარმოადგენენ.
15.2.    გადწყვეტილებას საზოგადოების ფილიალის დაარსებისა და მისი ხელმძღვანელი პირის დანიშვნის შესახებ იღებს საზოგადოების პარტნიორთა კრება.
15.3. ფილიალი საქმიანობას წარმართავს დებულების საფუძველზე, რომელსაც ამტკიცებს საზოგადოების პარტნიორთა კრება.
15.4. ფილიალის შექმნის შესახებ ეცნობება საზოგადოების ადგილსამყოფლის მიხედვით არსებულ სასმართლოს, რომელიც რეგისტრაციისთვის საბუთებს უგზავნის ფილიალის ადგილსამყოფლის მიხედვით არსებულ სასამართლოს.
15.5. კანონით დადგენილი ხელნაწერები უნდა გაკეთდეს ფილიალის მარეგისტრირებელ სასამართლოში.

 

მუხლი 16
საზოგადოების ლიკვიდაცია

17.1. საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხორციელდება:
ა) საზოგადოების ნებაყოფლობით შეწყვეტა ლიკვიდაციით.. ამ შემთხვევაში გადწყვეტილებას იღებს საზოგადოების პარტნოირთა საერთო კრება ხმების ნახევრით მაინც.
ლიკვიდაციას აწარმოებს საზოგადოების დირექტორი.
მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობისას ერთ-ერთი პარტნიორის მოთხოვნით სასამართლოს (რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს საზოგადოების იურიდიული მისამართი) უფლება აქვს ლიკვიდატორად დანიშნოს სხვა პირი, რომელიც არ არის დირექტორი.
ბ) სასმართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. საზოგადოების გადახდისუუნარობის (ბანკროტობის) ამ მისი მიერ კანონმდებლობის ხშირი ან უხეში დარღვევების შემთხვევაში. ამ შემთხვევაში საზოგადოების ლიკვიდაციას ახორციელებს ადგილობრივი სასმართლოს მიერ დანიშნული ლიკვიდატორები.
17.2. ლიკვიდატორების დანიშვნის დღიდან გადაეცემათ საზოგადოების საქმეთა მართვის უფლება-მოვალეობა.
17.3.  ლიკვიდატორებს ეკისრებათ ქონებრივი პასუხისმგებლობა საზოგადოების პარტნიორისა და სხვა პირებისათვის მიყენებული ზარალისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
17.4.  ლიკვიდატორმა დანიშვნისთანავე უნდა შეადგინოს ბალანსი.
17.5. ლიკვიდატორები საზოგადოების ადგილმდებარეობის მიხედვით ოფიციალურ პრესაში ათავსებენ პუბლიკაციას მისი ლიკვიდაციის, კრედიტორების მიერ პრეტენზიების წამოყენების წესებისა და ვადების შესახებ. ცნობილ კრედიტორებს საზოგადოების ლიკვიდაციის შესახებ უნდა აცნობოს სპეციალური შეტყობინებით, ხოლო უცნობ კრედიტორებს და იმ კრედიტორებს, რომელთა საცხოვრებელი ადგილი უცნობია - საჯარო განცხადებით და მოწვეული იქნან მათი პრეტენზიების განსაცხადებლად.
ამასთან ერთად ლიკვიდატორები ატარებენ მუშაობას საზოგადოებისათვის სადებიტორო დავალიანების ამოსაღებად.
17.6.  ლიკვიდატორი მოვალეა, დაამთავროს მიმდინარე საქმეები, განახორციელოს აქტივები და შეასრულოს საზოგადოების ვალდებულებები, თუ ბალანსიდან დავალიანება არ გამომდინარეობს. დავალიანების დადგენისთანავე იგი მოვალეა, ამის თაობაზე აცნობოს სასამართლოს, რომელმაც უნდა აღძრას  გაკოტრების საქმე. ლიკვიდატორი წარმოადგენს საზოგადოებას ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ გარიგებებში, შეუძლია წარმართოს მასთან დაკავშირებული პროცესები, დაამთავროს სასამართლო საქმეები ან მორიგებით დაასრულოს დავები, ხოლო თუ საჭიროა, დადოს ახალი გარიგებებიც. მას უფება აქვს აგრეთვე თავისუფლად გაყიდოს აქტივები. გრძელვადიანი ლიკვიდაციის დროს მან ყოველწლიურად უნდა შეადგინოს შუალედური ბალანსები. საზაგადოება პასუხს აგებს ლიკვიდატორის მიერ თავისი საქმიანი მოვალეობების შესრულებისას უნებართვო მოქმედებებით მიყენებული ზიანისთვის. ლიკვიდატორი პასუხს აგებს საზოგადოების წინაშე არსებული კანონმდებლობის საფუძველზე.
17.7. ლიკვიდატორები აფასებენ საზოგადოების არსებულ ქონებას და  ახორციელებენ კრედიტორებთან ანგარიშსწორებას, ადგენენ სალიკვიდაციო ბალანსს და წარუდგენენ მას პარტნიორს. საზოგადოების ფულადი სახსრები (ლიკვიდაციის დროს მისი ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლის ჩათვლით) ბიუჯეტთან და კრედიტორებთან ანგარიშწორების, საზოგადოების მუშაკთა შრომის ანაზღაურების შემდეგ ნაწილდება პარტნიორებს შორის, მათ მიერ გაღებული თანხებისა და წილებთან დაკავშირებული უფლებების შესაბამისად.
17.8.  საზოგადოების ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება ნაწილდება მხოლოდ ერთი წლის გასვლის შემდეგ. ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როცა პუბლიკაციის მეშვეობით საზოგადოების კრედიტორები მესამედ იქნენ გამოძახებულნი. ქონების განაწილება შეიძლება მოახდინოს სასამართლომ ერთი წლის ვადის გასვლამდეც, თუ არსებული ვითარებიდან გამომდინარე ქონების ვადამდელი განაწილებით საფრთხე არ შეექმნებათ კრედიტორებს. თუ საზოგადოების ქონების განაწილებისას წარმოიშობა დავა პარტნიორებს შორის, ლიკვიდატორი ვალდებულია შეწყვიტოს ქონების განაწილება დავის კანონიერად გადაწყვეტამდე.
17.9.  თუ საზოგადოების ქონების განაწილებისას წარმოიშობა დავა პარტნიორებს შორის, ლიკვიდატორი ვალდებულია შეწყვიტოს ქონების განაწილება დავის კანონიერად გადაწყვეტამდე.
17.10. საზოგადოება ლიკვიდირებულად ითვლება სამეწარმეო რეესტრში შესაბამისი რეგისტრაციის მომენტიდან.
17.11. საზოგადოების დაშლა დაუშვებელია პარტნიორთა ჯგუფის არსებობის შემთხვევაში ერთი პარტნიორის მიერ.

 

მუხლი 17
საკითხის ხანდაზმულობა და გასაჩივრების ვადები

18.1. პრეტენზიების ხანდაზმულობის ვადა არის 5 (ხუთი) წელი მათი წარმოშობიდან, საზოგადოების ლიკვიდაციიდან ან პარტნიორის გასვლიდან, თუ კანონი სხვას არ განსაზღვრავს.
18.2. დაუშვებელია პარტნიორთა კრების, საერთო კრების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება კრების ოქმის შედგენიდან 2 (ორი) თვის გასვლის შემდეგ.

 

მუხლი 18
სხვა დებულებანი

19.1. წინამდებარე წესდება ძალაში შედის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოში მისი რეგისტრირების დღიდან.
19.2. თუ ამ წესდების რომელიმე დებულებამ ძალა დაკარგა, ეს არ ვრცელდება დანარჩენ დებულებებზე. ამ შემთხვევაში მონაწილეებს შეუძლიათ სამართლებრივი ნორმების შესაბამისად მოილაპარაკონ და ძალადაკარგული დებულება შეცვალონ ისეთი დებულებით, რომელიც მათ მისცემს საშუალებას მსგავსი ეკონომიკური შედეგების მიღწევაში.
19.3. წესდების ყველა მუხლი წამძღვარებული სათაურით ტექსტით სარგებლობის გასაადვილებლად და ჩამოთვლილია სარჩევში შესაბამისი გვერდის მითითებით. ეს სათაურები მხედველობაში არ მიიღებიან ამ წედების რაიმე დებულების განმსაზღვრელად, შემცვლელად ან განმმარტავად.
19.4. წესდება შედგენილია ოთხ (4) თანაბარმნიშვნელოვან ეგზემპლარად.

 

შპს ,,რეუ’’ - შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტის

დამფუძნებელი პარტნიორი

დავით ხელაშვილი