მობილობა
მობილობა საბაკალავრო პროგრამებზე
1. ზოგადი ინფორმაცია
შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სასწავლო უნივერსიტეტი სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ (ყოველი სემესტრის დასაწყისისათვის) აცხადებს ვაკანსიებს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების წარმატებული სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლა და უმაღლესი განათლების მიღება.
აკადემიური მოსწრების შედეგებით საუკეთესო სტუდენტებს დაენიშნებათ სტიპენდია.
საკონკურსო ადგილების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება კონკრეტულ სემესტრში არსებული პირობებით
როგორ გახდე კონკურსის მონაწილე
მობილობის უფლება რომ მოიპოვო და შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სასწავლო უნივერსიტეტის კონკურსში მონაწილეობა მიიღო, დადგენილ ვადებში უნდა გაიარო ელექტრონული რეგისტრაცია განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.
განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ რეგისტრირებული ვაკანტური ადგილები ფაკულტეტების ან/და საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.
გაქვს ხუთი არჩევანის გაკეთების უფლება, პრიორიტეტი ენიჭება სტუდენტის მიერ დასახელებულ უნივერსიტეტებს თანმიმდევრობის მიხედვით.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მონაწილეობას მიიღებ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სასწავლო უნივერსიტეტის კონკურსში, რომლის შედეგებზეა დამოკიდებული შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლების მოპოვება.
2. რა უნდა ვიცოდე კონკურსის შესახებ?
კონკურსში მონაწილეობა შეგიძლია, თუ ხარ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის წარმატებული სტუდენტი და აკმაყოფილებ შემდეგ მოთხოვნებს:
დასრულებული გაქვს მინიმუმ ერთი სასწავლო წელი;
სწავლობ იმავე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე (ბაკალავრი - ბაკალავრიატის პროგრამაზე; მაგისტრანტი - მაგისტრატურის პროგრამაზე);
ჩასათვლელი კრედიტების რაოდენობას შეაფასებს შესაბამისობის დამდგენი კომისია. კრედიტების აღიარების საფუძველზე განისაზღვრება, რომელ კურსზე შეძლებ სწავლის გაგრძელებას;
თუ კონკურსანტთა რიცხვი აღემატება მობილობის ფარგლებში დარეგისტრირებული ვაკანტური ადგილების რაოდენობას, ამ შემთხვევაში სტუდენტა შერჩევა მოხდება კონკურსის წესით.
3. წელიწადში რამდენჯერ ცხადდება მობილობა უნივერსიტეტში?
მობილობა ცხადდება წელიწადში ორჯერ – შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრებისთვის აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში, იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტს გააჩნია ვაკანტური ადგილები.
4. რა საბუთები მჭირდება?
ჩარიცხვამდე
ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით;
სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
გამოცდების ეროვნული ცენტრის სერტიფიკატის ქსეროასლი;
ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
ამონაწერი კურსიდან კურსზე (სემესტრიდან მომდევნო სემესტრში) გადაყვანის ბრძანებიდან;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის);
განცხადება რექტორის სახელზე.
ჩარიცხვის შემდეგ
ატესტატის დედანი;
გამოცდების ეროვნული ცენტრის სერტიფიკატის დედანი;
სტუდენტის პირადი საქმე;
მშობლიური უნივერსიტეტის ჩარიცხვისა და კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანებების ამონაწერი;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2 ცალი ფოტოსურათი 3X4
5. ღია კარის დღე
უნივერსიტეტში ღია კარის დღე ტარდება სასწავლო წლის დასაწყისში და სტუდენტთა მიერ გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარდგენილი განაცხადების შემდეგ.
6. მოითხოვე ინფორმაცია
სრული ინფორმაცია მობილობის შესახებ სტუდენტს შეუძლია მიიღოს უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტში.
7. როგორ გადავიხადო სწავლის საფასური?
მობილობის ფარგლებში უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტი ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებში სემესტრულად იხდის დადგენილ სწავლის საფასურს.
|