რეუ შოთა რუსთაველის სახელობის უმაღლესი სასწავლებელი - კოლეჯი 

 

აცხადებს კონკურსს ბაკალავრიატისა და პროფესიული უმაღლესი განათლების სწავლების საფეხურზე აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად:

 

1.   ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, სპეციალობაში მენეჯმენტი;
2.   ინჟინერიის მიმართულებით, სპეციალობაში ინფორმატიკა;
3.   ზოგად დისციპლინებში (საქართველოს ისტორია; უცხო ენა- ინგლისური; აკადემიური წერა; ფსიქოლოგია კრიტიკული აზროვნება; სოციოლოგია; შრომის სამართალი; ბიზნეს სამართალი.)

 

მენეჯმენტის სპეიალობაზე

სრული პროფესორის                     1  ვაკანსია
ასოცირებული პროფესორის        3  ვაკანსია
ასისტენტ პროფესორის                 1  ვაკანსია

ინფორმატიკის სპეციალობაზე

სრული პროფესორის                     1  ვაკანსია
ასოცირებული პროფესორის        3  ვაკანსია
ასისტენტ პროფესორის                 1  ვაკანსია

 

ზოგად დისციპლინებში        

ასოცირებული პროფესორის           2  ვაკანსია
ასისტენტ პროფესორის                    2  ვაკანსია

 

კონკურსი ცხადდება

_          2010 წლის 9  ოქტომბრიდან
_          საბუთები მიიღება 2010 წლისა 10 ნოემბრიდან 2010 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით,  
_          კონკურსი ჩატარდება 2010 წლის 25 დეკემბერს.
_          კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2010 წლის 27 დეკემბერს


სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:

• მეცნიერებათა დოქტორის, ან დოქტორის აკადემიური ხარისხი;
• სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
• მოტივაცია, ან დისციპლინეს სწავლის კონცეფცია ბაკალავრიატისა და უმაღლესი პროფესიული განათლებისთვის;
• სილაბუსები სასწავლო კურსის (კურსების) მიხედვით, რომელთა წაკითხვაც შეუძლია კანდიდატს;
• სახელმძღვანელო ან სალექციო კურსი, ან მონოგრაფია, ან ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებულ ნაშრომთა სია;
• სრული პროფესორი ვალდებულია კითხულობდეს- 4-6 საათს კვირაში

 

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:

• მეცნიერებათა დოქტორის, ან დოქტორის აკადემიური ხარისხი;
• სამეცნიერო-პედაგოგიური სწავლების არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
• სილაბუსები სასწავლო კურსის (კურსების) მიხედვით, რომელთა წაკითხვაც შეუძლია კანდიდატს;
• ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული ნაშრომთა სია;
• ასოცირებული პროფესორი ვალდებულია კითხულობდეს 7-8 საათს კვირაში

 

ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  საჭიროა:

• დოქტორის აკადემიური ხარისხი;
• სილაბუსები სასწავლო კურსის (კურსების) მიხედვით, რომელთა წაკითხვა შეუძლია კანდიდატს;
• ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებულ ნაშრომთა სია;
• ასისტენტ-პროფესორი ვალდებულია კითხულობდეს 9-10 საათს კვირაში;

 

პირი რომელიც ვერ დაიკავებს კადემიურ თანამდებობას, შესაძლებელია თავისუფალი საათების არსებობის შემთხვევაში მიწვეული იქნეს ლექიების წასაკითხად საათობრივი ანაზღაურების წესით.

 

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

1.         განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
2.         პირადობის მოწმობის ასლი;
3.         2 ფერადი ფოტოსურათი 3 X 4-ზე;
4.         უმაღლესი განათლებისა და ხარისხის დამადასტურებელი დიპლომები  (დედანი და ქსეროასლი);
5.         CV;
6.         ბოლო 5 წლის შრომების ჩამონათვალი;
7.         პედაგოგიური სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, დამოწმებული ქსეროასლები, ან სამეცნიერო პედაგოგიური სტაჟის დამადასტურებელი ცნობა სამუშაო ადგილიდან);
8.         სასწავლო კურსების ჩამონათვალი რას წაიკითხავს, თავისი სილაბუსებით (ელექტრონული ვერსია).
9.         საგნის სწავლების კონცეფცია.

საბუთების მიღება იწარმოებს -
მისამართი: თბილისი, ცუცხვათის 8, (მეტრო ისანის მიმდებარედ)
ტელეფონი: 822 10-20-22  ; ვებ-გვერდი www.reu.edu.ge       

 

საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებულ
დისციპლინათა ჩამონათვალი:

•   ეკონომიკური პროფილის დისციპლინები
•   მენეჯმენტის პროფილის დისციპლინები
•   მარკეტინგის პროფილის დისციპლინები
•   ტურიზმის პროფილის დისციპლინები
•   ბუღალტრული აღრიცხვის პროფილის დისციპლინები
•   ინფორმატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების პროფილის დისციპლინები

 

ზოგადი დისციპლინები:

•   საქართველოს ისტორია
•   აკადემიური წერა
•   უცხო ენა(ინგლისური)
•   ფსიქოლოგია
•   ფილოსოფია
•   სოციოლოგია