ბიზნესისა და მართვის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს სრული საშუალო განათლების მქონე პირი. უნივერსიტეტის ავტორიზაციის (აკრედიტაციის) მიღებამდე აბიტურიენტი მიიღება შიდა ტესტირების საფუძველზე, ხოლო შემდეგ აბიტურიენტი მისაღებ გამოცდებს აბარებს გამოცდების ეროვნულ ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამის საფუძველზე.
8. საბაკალავრო პროგრამისსაკვალიფიკაციო დახასიათება
ბიზნესის მართვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ენიჭება სტუდენტს, რომელსაც აქვს შემდეგი კომპეტენციები და უნარ-ჩვევები:
- შეუძლია საბანკო და საფინანსო სფეროების შესახებ ახალი ინფორმაციის მიღება, გადამუშავება და მონაცემების ინტერპრეტაცია;
- შეუძლია საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო სფეროების კომპლექსური პრობლემების იდენტიფიცირება მათი გადაჭრისათვის საჭირო ცოდნისა და მეთოდების გამოყენებით, აგრეთვე ალტერნატიული გზების განსაზღვრა;
- შეუძლია დისკუსიებში მონაწილეობის მიღება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან;
- შეუძლია რეფერატული სახის ნაშრომის შესრულება,
- შეუძლია საქმიანი დოკუმენტების შედგენა ბიზნესის, მენეჯმენტისა, მარკეტინგის ძირითადი ტერმინოლოგიის გამოყენებით;
- ფლობს უცხო ენას ისეთ დონეზე, რომ შეუძლია უცხოელებთან კომუნიკაცია და სპეციალური ლიტერატურის გამოყენება;
- იცნობს და თავისუფლად იყენებს თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს;
- შეუძლია ელექტრონულ დოკუმენტებთან, ელექტრონულ ცხრილებთან, საპრეზენტაციო მასალებთან, მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
- მონაწილეობს ჯგუფური გადაწყვეტილებების შემუშავებაში;
- შეუძლია დამოუკიდებლად, ლიტერატურის გამოყენებით, აიმაღლოს ცოდნა;
- დამოუკიდებლად მუშაობს სამეცნიერო დარგობრივ ლიტერატურასთან, რეგულარულად ანახლებს ცოდნას დარგობრივი ლიტერატურის კითხვით.
- კვლევით სამუშაოებს ასრულებს წინასწარ შეთანხმებული რეკომენდაციების/ინსტრუქციების მიხედვით ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ.
9. დასაქმებისსფერო
ბიზნესისა და მართვის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ იმუშაონ საბანკო, სადაზღვევო, საფინანსო, ტურისტულ და ნებისმიერ კომერციულ ორგანიზაციაში, მათ შეიძლება დაიკავონ სპეციალისტის, ქვედა, საშუალო და მღალი რგოლის მენეჯერის პოზიცია. მაგალითად, საკრედიტო ანალიტიკოსი, ფინანსური მენეჯერი, რისკების მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი, საკრედიტო ექსპერტი და სხვა.
10. სწავლისგაგრძელებისშესაძლებლობა
ბიზნესისა და მართვის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული მომზადებულია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით მაგისტრატურის ნებისმიერ სპეციალობაზე სწავლის გასაგრძელებლად. მას აგრეთვე სწავლის გაგრძელება შეუძლია შესაბამისი პროფილისა და მომიჯნავე სპეციალობების სამაგისტრო პროგრამებზე.
11. სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა
ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემა სტუდენტებზე ორიენტირებული სისტემაა. მისი დანიშნულებაა აკადემიური დატვირთვის ასახვა, რომელიც სტუდენტს ესაჭიროება სასწავლო პროგრამის მიზნების მისაღწევად.
სტუდენტის სასწავლო საქმიანობა (სტუდენტის დატვირთვა)
1. სტუდენტის საქმიანობა (სტუდენტის დატვირთვა) მოიცავს:
ა) ლექციაზე დასწრებას, სამუშაო ჯგუფში მუშაობას, პრაქტიკულ ან ლაბორატორიულ მეცადინეობას;
ბ) დამოუკიდებელ მეცადინეობას;
გ) სასწავლო, სამეცნიერო და საწარმოო პრაქტიკას;
დ) გამოცდების მომზადება-ჩაბარებას;
ე) სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომზე (საკურსო ნაშრომი, მოხსენება კონფერენციაზე, საბაკალავრო ნაშრომი) მუშაობას;
ვ) სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომის დაცვას და გამოსაქვეყნებლად მომზადებას.
2. სტუდენტთა საქმიანობის შესაფასებლად გამოიყენება კრედიტი – ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტის მიერ ერთი საგნის ასათვისებლად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას, გამოხატულს დროის ერთეულში – საათებში.
3. საკრედიტო სისტემის შესაბამისად, სტუდენტის დატვირთვა ერთი აკადემიური წლის (38 სასწავლო კვირა) განმავლობაში მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს, რაც შეესაბამება სასწავლო საქმიანობის 1500-1800 ასტრონომიულ საათს, ხოლო ერთი კრედიტი მოიცავს სტუდენტის სასწავლო საქმიანობას (სტუდენტის დატვირთვას) 25 ასტრონომიული საათის განმავლობაში.
4. დაწესებულებაში ერთი და იგივე შინაარსის და მოცულობის მოდული ან საგანი ყველა პროგრამის სტუდეტისათვის მოიცავს თანაბარი რაოდენობის კრედიტებს.
5. სტუდენტის მაქსიმალური სასწავლო (სააუდიტორიო და დამოუკიდებელი) დატვირთვა: 50 აკადემიური საათია კვირაში, სტუდენტის სააუდიტორიო დატვირთვა: 20 აკადემიური საათი კვირაში.
კრედიტების განაწილება
1. კრედიტების განაწილება ხდება საგანმანათლებლო პროგრამის ყველა კომპონენტს შორის (როგორიცაა მოდული, სასწავლო კურსი, პრაქტიკა და სხვ.). სასწავლო კურსი (საგანი) არის ერთსემესტრიანი
2. კრედიტი ასახავს სამუშაოს იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ კომპონენტის დასასრულებლად და სწავლის შედეგების მისაღწევად.
3. კრედიტთა განაწილება სხვადასხვა კომპონენტებს შორის უნდა ეფუძნებოდეს საშუალო აკადემიურ მიღწევების მქონე სტუდენტის დატვირთვის რეალურ შეფასებას, რომელიც საჭიროა ყოველი კომპონენტისათვის დადგენლი სწავლის შედეგის მისაღწევად. კრედიტების განაწილების სისწორე უნდა შემოწმდეს სტუდენტის რეალური დატვირთვის შესახებ სრული ინფორმაციის შეგროვებითა და ანალიზით, რაშიც პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად სტუდენტებიც უნდა იღებდნენ მონაწილეობას.
4. კრედიტი არ შეიძლება იქნეს გაანგარიშებული მხოლოდ სტუდენტის მიერ პროფესორ-მასწავლებლებთან სასწავლო გარემოში გატარებული საათების (საკონტაქტო საათების) მიხედვით.
სტუდენტის მიღწევების შეფასება
1. კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის მიერ სილაბუსით დაგეგმილი სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასებით.
2. დაუშვებელია სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად - მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. სტუდენტის გაწეული შრომის შეფასება გარკვეული შეფარდებით უნდა ითვალისწინებდეს:
ა) ლექცია-სემინარზე დასწრება აქტიურობას;
ბ) შუალედურ შეფასებებს;
გ) დასკვნითი გამოცდის შეფასებას.
3. სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.
4. დასკვნითი გამოცდა - maqsimaluri 40 ქულა.
5. studenti საბოლოო gamocdaze daSvebulad CaiTvleba, Tu semestris mimdinare periodSi შუალედური გამოცდებით daagrovebs minimum 11 qulas და გამოცდა ჩაბარებულად ეთვლება თუ შუალედური შეფასებისა და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულების გათვალისწინებით დააგროვა მინიმუმ 51 ქულა.
6. შეფასების სისტემა ასეთია:
ქულა |
შეფასება |
91-100 |
(A) ფრიადი |
81-90 |
(B) ძალიან კარგი |
71-80 |
(C) კარგი |
61-70 |
(D) დამაკმაყოფილებელი |
51-60 |
(E) საკმარისი |
41-50 |
(FX) ვერ ჩააბარა |
0-40 |
(F) ჩაიჭრა |
7. შეფასებების მიღება ხდება შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების დაჯამების საფუძველზე.
8. სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არა ნაკლებ 10 დღისა.
12. საბაკალავრო პროგრამის სტრუქტურა
საბაკალავრო პროგრამის ზოგადი სტრუქტურა. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლება მიმდინარეობს კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემის (ECTS -ის) ძირითადი მოთხოვნების გათვალისწინებით. სასწავლო პროცესი ეფუძნება სამოდულო სწავლების პრინციპებს და მიმართულია კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სასწავლო მოდულის დისციპლინების არჩევითობისა და სწავლების პროცესის ინდივიდუალიზაციის საფუძველზე ცოდნის შემოქმედებითი შეძენისა და თვითგანათლების დონის ამაღლებისაკენ.
1. საბაკალავრო პროგრამა შედგება 3 უმთავრესი მოდულისაგან და გულისხმობს სასწავლო დისციპლინათა დაყოფას შემდეგი პრინციპით:
I. მოდული "A"-(UE)-ზოგადსაგანმანათლებლო დისციპლინები
(სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსები);
II.მოდული "B"-P(Pro)- სპეციალობის დისციპლინები
(სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსები);
III.მოდული "C"-(Spe)- სპეციალიზაციის დისციპლინები
(სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსები).
ზოგადსაგანმანათლებლო დისციპლინათა დაუფლების უმთავრესი მიზანია თანამედროვე სხვადასხვა წამყვან დარგობრივ მეცნიერებათა ძირითადი მიმართულებებისა და კონცეფციების შესწავლა, აღნიშნულ მეცნიერებათა სფეროში უახლეს მიღწევათა გაცნობა, ერუდიციის გაფართოება.
სპეციალობის დისციპლინათა შესწავლა მიზნად ისახავს ეკონომიკურ მეცნიერებათა ძირითადი თეორიებისა და პრაქტიკის დაუფლებას; აღნიშნულ სფეროში სისტემური ცოდნის დაგროვებასა და საჭიროების შემთხვევაში მისი პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობას.
სპეციალიზაციის დისციპლინათა შესწავლის მიზანია დასაუფლებელ სპეციალობასა და მასთან უშუალო კავშირში მყოფ დისციპლინებში ღრმა ცოდნის შეძენა და მისი შემოქმედებითი გამოყენების შესაძლებლობის დაუფლება, პროფესიული კარიერის განვითარებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ფორმირება-განმტკიცება.
- საგანთა ანოტაციები
ზოგადსაგანმანათლებლო მოდულის დისციპლინები
საქართველოს ისტორია
კურსის მიზანია სტუდენტების ისეთ დონეზე მომზადება, რომელიც შეძლებს მსოფლიო ისტორიული პროცესის ზოგად გააზრებას და ამ პროცესში საქართველოს ისტორიული რეალობის ჩვენებას, რომელსაც ექნება საჭირო ცოდნა ქვეყნის ისტორიის პერიოდებზე, რათა სათანადოდ გაანალიზოს ქვეყნის განვითარება, ეცოდინება ქვეყნის წარსული და მზად იქნება ამომწურავის პასუხი გასცეს ნებისმიერ კითხვაზე, შეძლებს საჭირო კუთხით აჩვენოს ქვეყნის ისტორიული მიღწევები, თვალსაჩინოდ წარმოაჩინოს საქართველოს ისტრიული მემკვიდრეობა და ამის ცოდნა აუცილებელია ყველა სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისათვის.
საოფისე კომპიუტერული უნარჩვევები
თანამედროვე გარემო გაჯერებულია ციფრული ტექნოლოგიებით და ამ ტექნოლოგიების ტექნიკური და პროგრამული განვითარება ხდება მზარდი სიჩქარით. კურსი უზრუნველყოფს კომპიუტერული და საინფორმაციო ცნებების მიმოხილვას და ასევე ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის შესწავლას. სტუდენტი სასწავლო კურსის შესწავლის შემდეგ გაიცნობს და თავისუფლად გამოიყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, მათ შორის დარგობრივ სფეროში; შეეძლება ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დამოუკიდებლად ათვისება, ეცოდინება ტექნოლოგიების ისტორია, ტექნიკური აპარატი, ოპერაციული სისტემა, ინტერნეტი და საფოსტო პროგრამები. MS WORD სრულყოფილად და MS EXEL საწყისი ელემენტები.
ზოგადი ფსიქოლოგია
კურსის მიზანია, სტუდენტმა მიიღოს დისციპლინარული ცოდნა: ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებების გაცნობა, თანამედროვე ძირითადი მიმდინარეობების გაცნობა, პიროვნების კვლევის ძირითადი მეთოდების და ფსიქიკური პროცესების ძირითადი კანონზომიერებების შესახებ ინფორმაციის ათვისება. კურსის ამოცანაა სტუდენტებს გამოუმუშავდეთ პროფესიონალური უნარ_ჩვევები:
მეტაკოგნიკური – საკუთარ ფსიქიკურ პროცესებზე და მდგომარეობებზე დაკვირვების და რეფლექსიის უნარი, სხვა ადამიანის განცდების აგების – ემპათიის უნარის განვითარება (ყურადღების მოცულობის, მეხსიერების ტიპის, ინტელექტის, შფოთვის დონის განსაზღვრა და ა.შ)
დამოკიდებულება – მიღებული ცოდნის მომავალ პროფესიასთან დაკავშირება, ფსიქოლოგიისადმი ინტერესის სტიმულირება.
ზემოთ ჩამოთვლილი თეორიული საკითხები სტუდენტს დაეხმარება სწორად შეძლოს კონფლიქტის გადაწყვეტა, ეფექტური კომუნიკაცია, ემოციური რეგულაცია.
ეთიკა და ესთეტიკა
სასწავლო კურსის მიზანია ეთიკის მეცნიერების აუცილებელი და ძირითადი საკითხების განხილვა. ეთიკის ფილოსოფიის კარდინალური პრინციპების გააზრება, მათი პრაქტიკული გამოყენება და ადამიანებთან საურთიერთობო ენის ჩამოყალიბება. ესთეტიკური საგნის თავისებურებათა დახასიათება. ესთეტიკური საგნის სტრუქტურის, მისი ფორმისა და შინაარსის, სტილის, ესთეტიკურის ობიექტურობის გაცნობა.
აკადემიური წერა
„აკადემიური წერა“, როგორც ტექსტზე მოძღვრების წანამძღვრებისა და საფუძვლების შემსწავლელი დისციპლინა, ენის სტრუქტურის, მეტყველების ნაწილთა რაგვარობის წარმოჩენას, გრამატიკული სინტაქსისა და სტილისტიკის საკითხთა გამოვლენას უწყობს ხელს. კურსი შეასწავლის სწორი მეტყველების ჩვევების დაუფლებას, ფონეტიკის, გრამატიკის, პუნქტუაციური წესების დაუფლებას და მის პრაქტიკულ გამოყენებას, საქმიანი ქაღალდების შედგენა– წარმოებას, მეტყველების კულტურის დახვეწას და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას. კურსი ხელს უწყობს ქართული სალიტერატურო ენის ნორმების, წერითი და ზეპირი მეტყველების წესების გააზრებული ცოდნას და პრაქტიკულად ათვისებას; სტუდენტებს გამოუმუშავდებათ სწორი წერის და სწორი მეტყველების ჩვევები; აკადემიური წერისადმი მეცნიერული ინტერესი. გათავისუფლდება ისეთი მახინჯი ფორმებისა და წარმონათქვამებისაგან, როგორიცაა კალკი, ტავტოლოგია, ჟარგონი და დაეუფლება სალიტერატურო ქართულ მეტყველებას და წერას.
უცხო ენა (ინგლისური ენა) 1
სასწავლო კურსის ამოცანაა სტუდენტებს შეუქმნას საფუძველი ინგლისურის შესასწავლად. კურსი მოიცავს ინგლისური ენის აუცილებელი გრამატიკული წესების შესწავლას, დროითი ფორმების სწორად გამოყენების ჩვევების გამომუშავებას და ლექსიკური მარაგის მნიშვნელოვნად გამდიდრებას.
უცხო ენა (ინგლისური ენა) 2
სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტები მოამზადოს სპეციალურ-ბიზნეს ინგლისურის შესასწავლად. კურსის ამოცანაა სტუდენტებს გაუღრმაოს ინგლისური ენის გრამატიკული წესების ცოდნა, მნიშვნელოვნად გაუმდიდროს და გაუმრავალფეროვნოს ლექსიკური მარაგი. სტუდენტი უნდა მიეჩვიოს ინგლისურად საუბარს მცირე ზომის სასაუბრო თემებზე.
უცხო ენა (ინგლისური ენა) 3
სასწავლო კურსი ითვალისწინებს სპეციალურ-ბიზნეს ინგლისურის შესწავლას. სახელმძღვანელო შეიცავს ბიზნესის სფეროსთან დაკავშირებულ ტექსტებს, სადისკუსიო თემებს, დიალოგებს, აუდიო მასალას, გრამატიკულ და ლექსიკურ სავარჯიშოებს. ბიზნეს ინგლისურის კურსი ასწავლის ბიზნესის ლექსიკას და ტერმინოლოგიას. ტექსტები აღებულია უახლესი ბიზნეს ჟურნალ-გაზეთებიდან და ეხება ბიზნესის და ეკონომიკის ყველა სფეროს. კურსში მოცემული სავარჯიშოები აღებულია რეალური ბიზნეს საქმიანობებიდან და სტუდენტებისგან მოითხოვს მონაწილეობას აქტიური ლექსიკის გამოყენებით.
უცხო ენა (ინგლისური ენა) 4
კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტს თანამედროვე ბიზნეს ტერმინოლოგია მოწინავე დონეზე რეალური საერთაშორისო ბიზნეს-ურთიერთობების აუდიტორიაში გადმოტანის საშუალებით; განუვითაროს სტუდენტს უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტის დამყარებისა და საკუთარი აზრის გადმოცემის უნარ-ჩვევები. სტუდენტმა უნდა შეძლოს გაეცნოს მისთვის საჭირო ლიტერატურას და უცხოურ პრესას. სიტუაციური, ინტერაქტიული თამაშები, ქეისები და პრეზენტაციები ხელს უწყობს სტუდენტების აქტიურ ჩართვას დებატებში, მათი ინფორმატიულობის გაფართოებას და საკომუნიკაციო უნარ_ჩვევების განვითარებას.
ქვეყანათმცოდნეობა
კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს და შეასწავლოს თანამედროვე მსოფლიოს მოწინავე და უძველესი ცივილიზაციის მქონე სახელმწიფოების ფიზიკური-სოციალური-ეკონომიკური-პოლიტიკური გეოგრაფია და კულტურულ მემკვიდრეობა. ეს თავისთავად აამაღლებს სტუდენტების ზოგადი განათლების და ერუდიციის დონეს, რაც აუცილებელია უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერი სპეციალისტისთვის.
ამ კურსის შემდეგ სტუდენტებმა უნდა შეძლონ, უპირველეს ყოვლისა, გაითავისონ საზოგადოებრივ გეოგრაფიაზე უახლესი შეხედულებები და, ამასთან, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ეკოლოგიური პროცესები საქართველოს გათვალისწინებით.
სოციოლოგიის საფუძვლები
თანამედროვე ეპოქა ადამიანისა და შესაბამისად საზოგადოების წინაშე წარსდგა ურთულესი სახით. ეპოქის ამ სახეს კი განაპირობებენ ის პროცესები და მოვლენები, რომლებიც მიმდინარეობენ როგორც ცალკეული ქვეყნის, ისე მსოფლიო მასშტაბით. როგორც ცალკეული ქვეყნის შიგნით არსებულ სოციუმებში, ისე მთელი საკაცობრიო აზრით, არსებობენ კანონები, რომელთა აღმოჩენა-გააზრებისა, ცოდნისა და მათი პრაქტიკული გამოყენების გარეშე ადამიანები ვერ შესძლებენ დასახული მიზნების განხორციელებას. ამ კანონების სტუდენტებისთვის გაცნობა-შესწავლა არის ამ სასწავლო კურსის მიზანი.
ფილოსოფია.
სასწავლო კურსის შინაარსი: ფილოსოფიის საგანი და ამოცანები; ფილოსოფიის ძირითადი საკითხები; სამყარო და ადამიანი; ძველი აღმოსავლეთის ფილოსოფია; ბერძნულ-რომაული (ანტიკური) ფილოსოფია; შუასაუკუნეებისა და აღორძინების ხანის ფილოსოფია; XVII-XIX საუკუნეების ფილოსოფია; XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის ფილოსოფია; ყოფიერება და საზოგადოებრივი ყოფიერება; ცნობიერება და საზოგადოებრივი ცნობიერება; შემეცნების თეორია; სამყაროს კანონზომიერება და განვითარება; ადამიანი როგორც ფილოსოფიური პრობლემა;
სასწავლო კურსის მიზანი: სამყაროში ყოველ ადამიანს აქვს მსოფლმხედველობა. მსოფლმხედველობა კი არსებობს თეორიული და არა თეორიული. მაგრამ თუ ადამიანს უნდა გააცნობიეროს და თეორიულად დააფუძნოს თავისი მსოფლმხედველობა, იგი აუცილებლად უნდა ჩაუღრმავდეს ფილოსოფიას, რადგან არაფილოსოფიური თეორიული მსოფლმხედველობა საერთოდ არ არსებობს. თუ ახლო წარსულში ფილოსოფიის სწავლებას მხოლოდ იდეოლოგიური ფუნქცია და დატვირთვა ჰქონდა, დღევანდელი უმაღლესი სკოლის რეფორმა დეიდეოლოგიზაციის პროცესსაც შეიცავს ეს არის პროფესიონალიზმი და სპეციალიზაცია ყოველგვარი იდეოლოგიური დატვირთვის გარეშე ამ პროცესებში ფილოსოფიის სწავლება სპეციალისტებისათვის თავისუფალი აზროვნების აუცილებელი სასიცოცხლო პირობაა, და საერთოდ ფილოსოფიის ძირითადი მიზანია გაარკვიოს ადამიანის ადგილი, როლი, და დანიშნულება სამყაროში.
სპეციალობის მოდული სავალდებულო დისციპლინები
მათემატიკის ზოგადი კურსი (კალკულუსი)
მათემატიკის ამ კურსის მიზანია სტუდენტებს გაახსენოს (შეასწავლოს) სკოლაში ნასწავლი მათემატიკური თეორემები, წესები და კანონები, მობილიზება გაუკეთოს სკოლაში მიღებულ მათემატიკურ ცოდნას და მოამზადოს სტუდენტი უმაღლესი და გამოყენებადი მათემატიკის შესაწავლად. კურსის ძირითადი ამოცანაა სტუდენტს დაანახოს მათემატიკის სწავლის აუცილებლობა და გაუღვივოს სწავლის სურვილი.
ბუღალტრული აღრიცხვა
ბუღალტრული აღრიცხვა არის სისტემა, რომელიც გამოიყენება ბიზნესში, როგორც საქმიანი ინფორმაციის მოპოვების და გადაცემის საშუალება.
დისციპლინის სწავლების პროცესში სტუდენტის ცოდნის სისტემატიზაცია ხდება შემდეგი საკითხების გარშემო: ფინანსური აღრიცხვის არსი და როლი საწარმოს მართვის ინფორმაციულ სისტემაში; საწარმოს ფინანსური მდგომარეობა და მისი ცვლილებების აღიცხვა; სააღრიცხვო ციკლი და მისი დასრულება; სავაჭრო ოპერაციები და სავაჭრო საწარმოს ფინანსური ანგარიშგება; აღრიცხვის თავისებურებები და ფინანსური ანგარიშგების მომზადება სამრეწველო საწარმოებში; ფულადი სახსრების და მოკლევადიანი ინვესტიციების აღრიცხვა; საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა; ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების აღრიცხვა.
სასწავლო კურსის მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს, რათა შეძლონ საწარმოს ფინანსური მდგომარეობის და ფინანსური შედეგების გაანალიზება და სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება. სტუდენტებს უნდა გააცნოს ფინანსური აღრიცხვის კურსის ძირითადი თეორიული საფუძვლები, რათა გამოიმუშაონ ფინანსური აღრიცხვის საკითხებზე მსჯელობის, ფინანსური სიტუაციების ანალიზის და შეფასების, ოპტიმალური ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევები; გააცნოს ორმაგი ჩაწერის ტექნიკა, სააღროცხვო ციკლის პროცედურები და ფინანსური ანგარიშგების შედგენის ტექნიკა, რათა შეიძინოს საწარმოს ფინანსური ანგარიშგებისა და სააღრიცხვო ციკლის სხვა დოკუმენტების შედგენის პრაქტიკული უნარ-ჩვევები; სტუდენტს უნდა ესმოდეს ფინანსური ანგარიშგების შინაარსი და შედგენის პრინციპები, რათა შეძლოს ფინანსური ანგარიშგების “წაკითხვა” და გამოიმუშაოს საწარმოს ფინანსური მდგომარეობის და გადახდისუნარიანობის შეფასებისა და ანალიზის ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
სასწავლო კურსის შესწავლის შემდეგ სტუდენტმა უნდა იცოდეს ფინანსური აღრიცხვის საკვანძო თეორიული საკითხები; იგი უნდა ერკვეოდეს ფინანსური ანგარიშგების შინაარსსა და მისი შედგენის პრინციპებში; იგი უნდა ფლობდეს საწარმოს ფინანსური ანგარიშგების შედგენისათვის საჭირო ცოდნას; უნდა შეძლოს ფინანსური აღრიცხვის საკითხებზე მსჯელობა, ფინანსური სიტუაციების ანალიზი და შეფასება, ფინანსური ანგარიშგების “წაკითხვა” და მის საფუძველზე საწარმოს ფინანსური მდგომარეობის და გადახდისუნარიანობის გაანგარიშება, ანალიზი და შეფასება.
ბიზნეს ინფორმატიკა(ელექტრონული ცხრილები, საპრეზენტაციო პროექტები)
სტუდენტი სასწავლო კურსის შესწავლის შემდეგ გაიცნობს და თავისუფლად გამოიყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, მათ შორის დარგობრივ სფეროში; სრულყოფილად ეცოდინება MS EXEL და Microsoft Access, Microsoft Project-ი.
მიკროეკონომიკა
აღნიშნული კურსი ორიენტირებულია საბაზრო ეკონომიკის ძირითადი პრინციპიებისა და პრობლემების გაცნობიერებაზე; ეკონომიკური რესურსების, ეკონომიკურ სისტემათა ტიპების დახასიათებაზე; მოთხოვნა-მიწოდების თეორიული საფუძვლების შესწავლაზე, ასევე მათი საფასო ელასტიურობის კონცეფციების განხილვაზე; სხვადასხვა ტიპის ბაზარზე წარმოების ხარჯების, ფასწარმოქმნისა და წარმოების ოპტიმალური მოცულობის დადგენის მექანიზმების გაანალიზებაზე; წარმოების ფაქტორთა ბაზრების დახასიათებაზე; სამომხმარებლო ქცევის თეორიული საფუძვლების გაშუქებაზე და სხვა. სასწავლო დისციპლინის სწავლების მიზანია სტუდენტებს მისცეს თანმიმდევრული და ღრმა ცოდნა ეკონომიკის შემადგენელი ნაწილებისა და მთლიანად სისტემის ფუნქციონირების უმთავრესი კანონებისა და მექანიზმების შესახებ მიკრო დონეზე; დაეხმაროს მიმდინარე ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების რეალურად შეფასებაში, მათ შესახებ სწორი აზროვნების ჩამოყალიბებაში; აუხსნას წარმოების დანახარჯების ოპტიმიზაციის არსი, მისი მნიშვნელობა საწარმოს წარმატებული ფუნქციონირებისათვის და დაანახოს ამ სფეროში წამოჭრილი ძირითადი პრობლემები, მათი გადაჭრის გზები; გააცნოს მოგების მაქსიმიზაციის განსაზღვრის მეთოდები, ფასისა და წარმოების ოპტიმალური მოცულობის დადგენის მეთოდები წმინდა კონკურენტულ, მონოპოლურ, ოლიგოპოლიურ თუ მონოპოლისტურის კონკურენციის ბაზრებზე; შეასწავლოს საქონლისა და მომსახურების ზოგადი და ცალკეული პრაქტიკული უნარ-ჩვევები; სტუდენტი უნდა გაეცნოს ეკონომკური რესურსების მართვის როლს თანამედროვე სამყაროში და მის მნიშვნელობას საწარმოს წარმატებული ფუნქციონირებისათვის.
მენეჯმენტის და მარკეტინგის საფუძვლები
კურსი მოიცავს შემდეგ თემებს: მენეჯმენტის მეცნიერული თეორიები; მართვის პრინციპები და მეთოდები; სამეურნეო ხელმძღვანელის საქმიანი თვისებები; მენეჯმენტის განვითარების საზღვარგარეთული გამოცდილება; ორგანიზაციის არსი და ამოცანები; მართვის ფუნქციები და მისი კლასიფიკაცია; მმართველობითი გადაწყვეტილებანი; შიდასაწარმოო საქმიანი ურთიერთობების მენეჯმენტი, საწარმოო მენეჯმენტის საფუძვლები.
მაკროეკონომიკა
კურსი მოწოდებულია სტუდენტს განუვითაროს სახელმწიფო მაკროეკონომიკური, ლატერაციული აზროვნების ჩვევები, გამოუმუშაოს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების, კონკრეტული ორდინალური და არაორდინალური სიტუაციების ანალიზისა და კონცეფტუალური გადაწყვეტილებებისადმი საზოგადოებრივი პოზიციების მიდგომის უნარი.
სტუდენტები დაეუფლებიან სოციალურ-ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების მაკროეკონომიკურ ანალიზისა და დაგეგმვის ხერხებს და მეთოდებს. სახელმწიფოს როლს ჯანსაღი ეკონომიკური გარემოს შექმნასა და რეგულირებაში, საზოგადოების ეკონომიკურ ზრდის, უმუშევრობის და ინფლაციის გამომწვევ მიზეზებს, ინფლაციის და სიღარიბის წინააღმდეგ სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას და პოლიტიკას. დაეუფლებიან ეკონომიკურ აზროვნების ხელოვნებას და ეკონომიკური აზროვნების დეფიციტის თანდათანობითი შემცირება აამაღლებს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების ხარისხს. მომავალი სპეციალისტები შეძლებენ ხელი შეუწყონ ეკონომიკის ინტელექტუალიზაციასა და ჰუმანიზაციას, როგორც ჭეშმარიტი პროგრესის ერთადერთ გზას. ეცოდინებათ, რომ რესურსების არაგონივრული გამოყენება ეკონომიკის აუნაზღაურებელი დანაკარგია; ეკონომიკური კულტურა განსაზღვრავს ადმიანთა მოთხოვნილებებს და მათი დაკმაყოფილების წესს; ეკონომიკის გაჯანსაღებას შეგნების გაჯანსაღება უნდა; კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი წამალი რეალობის შეგნება და საღი გონებაა;
საგადასახადო და საბაჟო გადასახადები
მთავარი პრობლემა არა მარტო ჩვენს ქვეყანაში არამედ განვითარებულ ქვეყნებშიც არის–ეფექტიანი, ოპტიმალური სისტემების შემუშავება თანამედროვე საგადასახადო თეორიების საფუძველზე სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით. კურსის შესწავლის პროცესში სტუდენტები გაერკვევიან თუ რატომ იცვლება ასე ხშირად საგადასახადო თუ საბაჟო კოდექსი და რატომ არის ნაკლებად შესაძლებელი ეკონომიკის მდგრადი განვითარება თანამედროვე ეკონომიკის პირობებში. კურსის შესწავლის მიმდინარეობისას მათ მიეცემათ საშუალება გაარჩიონ თანამედროვე საზოგადოებრივ–პოლიტიკურ სისტემაში ეკონომიკური პოლიტიკის, ფინანსური პოლიტიკის და საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის არსი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა. საერთაშორისო სამართლის წესებით აღიარებული პრინციპების, ნორმებისა და სტანდარტების გამოყენებით საგადასახადო და საბაჟო საქმის ორგანიზაციის განვითარება, მათი მართვისა და სრულყოფის ძირითადი მიმართულებები. სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებმა შეისწავლონ საგადასახადო და საბაჟო სისტემების ინგრედიენტები–ცალკეული გადასახადების სახეები, საგადასახადო და საბაჟო ურთიერთობათა მონაწილენი, გადასახადების გადახდასთან და საგადასახადო და საბაჟო კონტროლთან დაკავშირებული ფორმები, მეთოდები და წესები, საგადასახადო და საბაჟო სამართალდარღვევები და მათზე პასუხისმგებლობის ნორმები, აგრეთვე საბაჟო რეჟიმები; საერთაშორისო საგადასახადო და საბაჟო ურთიერთობები და ქვეყნის ეკონომიკის უსაფრთხოების დაცვის საკითხები.
ფასწარმოქმნა
ეს კურსი შეისწავლის ფასების წარმოშობაზე მოქმედ ფაქტორებს, მოთხოვნა – მოწოდების კანონს, ღირებულებისა და ფასის განმარტებებს, ყურადღება გამახვილებულია სავალუტო ბაზარზე და მასზე მოქმედ ფაქტორებზე.
სტატისტიკა ეკონომიკასა და ბიზნესში
თანამედროვე გაგებით ეკონომიკური სტატისტიკა მრავლის მომცველი მეცნიერებაა. ეკონომიკური სტატისტიკის, როგორც სასწავლო დისციპლინის ძირითადი ამოცანაა სტუდენტთა თეორიული მომზადება ისეთი სახელმწიფოებრივი პრობლემების გადასაწყვეტად, როგორიცაა ეკონომიკური წესრიგი, კონკურენციული პოლიტიკა, საფინანსო პოლიტიკა, ფულადი პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, ანტიკრიზისული და ანტიინფლაციური პოლიტიკა, უმუშევრობისა და დასაქმების პოლიტიკა, საინვესტიციო პოლიტიკა და სხვა.
- დისციპლინის შესწავლის შედეგები რამდენიმე მიმართულებით გამოვლინდება: სტუდენტების დაეუფლებიან იმ აუცილებელ თეორიულ ცოდნას, რომელიც საკმარისია სპეციალობასთან დაკავშირებული ეკონომიკური დისციპლინების შესასწავლად, თანამედროვეობის ძირითადი თეორიული მიდგომებიდან გამომდინარე;
- სტუდენტებს სრულყოფილად ეცოდინებათ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის თამანედროვე მეთოდები;
- დაგროვილი ცოდნის მარაგი და შემოქმედებითი აზროვნების უნარ_ჩვევები მომავალ სპეციალისტებს დაეხმარებათ წარმატებით გაართვან თავი მათ პროფესიულ საქმიანობაში წამოჭრილ ეკონომიკური პოლიტიკის ურთულეს პრობლემებს.
ადამიანური რესურსების მენეჯმენტი
ადამიანური რესურსების მართვა ეხება ინდივიდებისა და ჯგუფების ქცევის ემპირიულ შესწავლას მიზნობრივ ორგანიზაციებში. სტუდენტები გაეცნობიან ახალ მმართველობით კულტურას, რისკისადმი მზადყოფნას და პროგრესულ შესაძლებლობათა შემოქმედებითი ძიების უნარს, შრომითი რესურსების დაგეგმვას, ტრენინგს და განვითარებას, შრომით ურთიერთობებს. კურსის შესწავლის დანიშნულებაა შრომითი ურთიერთობების სუბიექტებისათვის ისეთი გარემო პირობების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს დამსაქმებლისა და დასაქმებულისათვის შრომის სამართლებრივ, პოლიტიკურ და სოციალურ გარანტიებს, მათ დაცვას უკანონობისა და თვითნებობისაგან. ამიტომ სასწავლო პროცესში სტუდენტის ყურადღება ამ მიზნის მიღწევისაკენ უნდა იყოს ორიენტირებული.
სწავლის შედეგად სტუდენტი კარგად უნდა დაეუფლოს შრომის კოდექსის თეორიულ საფუძვლებს და შესძლოს მისი ყოველდღიურ ცხოვრებაში პრაქტიკული გამოყენება.
საერთაშორისო საფინანსო ანგარიშწორება და ეკონომიკური ურთიერთობები
ამ სასწავლო კურსით სტუდენტები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს: საერთაშორისო საფინანსო და სავალუტო-საკრედიტო ურთიერთობები, საერთაშორისო ვაჭრობა და მომსახურება, კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობა, სამუშაო ძალის საერთაშორისო მიგრაცია, თავისუფალი ეკონომიკური ზონები, თანამედროვე მსოფლიო მეურნეობა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, შრომის საერთაშორისო დანაწილება, საერთაშორისო კორპორაციები, განვითარებადი ქვეყნები სართაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სისტემაში, საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაცია, საქართველო თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში.
მარკეტინგი
საგანი იხილავს მარკეტინგის არსს, ფუნქციებსა და როლს საბაზრო სისტემაში, მისი განვითარების ძირითად ეტაპებს მახასიათებელ თვისებებთან ერთად, თანამედროვე უცხოური გამოცდილებისა და ჩვენში საბაზრო ეკონომიკის თავისებურებათა გათვალისწინებით დახასიათებულია მარკეტინგის მართვისა და კომპლექსის ძირითადი ელემენტები. კერძოდ - საქონელი და სასაქონლო პოლიტიკა, ფასები და ფასწარმოქმნის სტრატეგია, საქონელმოძრაობის რაციონალიზაცია, საქონლის გასაღების დაჩქარების მასტიმულირებელი ბერკეტები. მასში აღწერილია აგრეთვე კონკრეტული საბაზრო სიტუაციის შესაბამისი ტიპიური მარკეტინგული საქმიანობის პრინციპები.
სტუდენტს უნდა შეეძლოს შეიმუშაოს მარკეტინგული კომპლექსი, სასაქონლო, საფასო, განაწილებისა და სტიმულირების სტრატეგიები. უნდა ფლობდეს მარკეტინგული გადაწყვეტილების მიღება-რეალიზებისა და კომპანიის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მარკეტინგულ ღონისძიებათა შემუშავების უნარ-ჩვევებს.
მოცემული საგნის შესწავლა წარმოადგენს საბაზრო ეკონომიკის რთულ ლაბირინთებში გზის სწორად გაკვლევის მნიშვნელოვან საშუალებას.
საერთაშორისო ბიზნეს სამართალი
საერთაშორისო ბიზნეს სამართლის კურსის შესწავლა საშუალებას მისცემს სტუდენტს შეისწავლოს ბიზნეს სამართლის საერთაშორისო კანონები, ამის ცოდნა კი ამ სფეროს სპეციალისტებისთვის აუცილებელია, რადგან საქართველო პატარა ქვეყანა არის და ამიტომ საქართველოში სერიოზული ბიზნესის წარმოება საერთაშორისო ურთერთობების გარეშე შეუძლებელია.
სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა
სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს აუცილებელი და მყარი ცოდნა სოციალური პოლოტიკის ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ, როგორიცაა მოსახლეობის შემოსავლები და ცხოვრების დონე, საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდები, სიღარიბე და მისი ზღავარი, ცხოვრების დონის განმსაზღვრელი ფაქტორები, სოციალური პოლიტიკის ფუნქციები და ამოცანები.
ბიზნეს ეტიკეტი
თითოეულ კულტურაში განსხვავებულია ქცევის ნორმებსა და ეტიკეტთან დაკავშირებული პრობლემები. ქცევის ნორმათა სისტემას აყალიბებს საზოგადოება და მისი წევრები დროთა განმავლობაში. მათ უმეტესად კანონის ძალა არა აქვთ, თუმცა მათი დარღვევა მიუღებლად ითვლება. ხშირად რაც ერთ კულტურაში მისაღებ ქცევად ითვლება, სხვაგან ექსცენტრულად ან სულელურად მოჩანს.
კურსის მიზანს წარმოადგენს ეტიკეტის არსის, მისი სახეობებისა და მნიშვნელობის გაცნობა და შესწავლა, რომელიც განაპირობა თანამედროვე მრავალფეროვან მსოფლიოში დიპლომატიური და კულტურული ურთიერთიობების უწყვეტმა და გარდაუვალმა პროცესებმა. საქმიან ადამიანთა ურთიერთობის ვერბალური და არავერბალური პრინციპები, მოლაპარაკებათა წარმართვის სტრატეგიები, უცხოელთა მიღების ფორმები, დიპლომატიური და საქმიანი კორესპონდენციების შედგენისა და გაფორმების წესები და ასევე, ამ სფეროში არსებული ნაციონალური თავისებურებები _ ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელთა ცოდნაც აუცილებელია სტუდენტისათვის მათი შემდგომი წარმატებული საქმიანობისთვის.
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს ექნებათ სრულყოფილი წარმოდგენა ეტიკეტსა და ქცევის კულტურაზე. ისინი აითვისებენ და განახორციელებენ ნორმებსა და ქცევის წესებს შესაბამის სიტუაციასა და ვითარებაში. მაგალიათად, დაიცავენ, როგორც სამოქალაქო ეტიკეტით გათავლისწინებულ ნორმებს, ასევე სამხედრო, სამედიცინო, სპორტულ, დიპლომატიურ და საერთაშორისო ეტიკეტის წესებს.
სპეციალიზაციის მოდული (საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმე)
დისციპლინები
უმაღლესი მათემატიკა (ეკონომიკური გამოყენებით)
გამოყენებითი მათემატიკის კურსის სწავლების პროცესი ორიენტირებულია უპირატესად დისციპლინის გამოყენებითი ასპექტების შესწავლაზე.
სწავლების პროცესში განიხილება რიგი მნიშვნელოვანი საკითხები: წრფის განტოლება და ეკონომიკის უმარტივესი მათემატიკური მოდელები, მატრიცები და დეტერმინანტები, წრფივ ალგებრულ განტოლებათა სისტემები, ფინანსური მათემატიკის ელემენტები, დიფერენციალური აღრიცხვის ელემენტები, ფუნქციის გამოკვლევა, მრავალი ცვლადის ფუნქციები, ინტეგრალური აღრიცხვის ელემენტები, ალბათობის თეორიის ელემენტები. თითოეული თემა ითვალისწინებს პრაქტიკულ ამოცანებისა და სავარჯიშოების შესრულებას, თეორიულ კითხვებზე პასუხის გაცემას, საშინაო დავალებების, საკონტროლო ტესტების და დამოუკიდებელი სამუშაოების სახით.
გამოყენებითი მათემატიკის უმთავრესი მიზანია სტუდენტს გააცნოს მათემატიკის ადგილი და როლი თანამედროვე ეკონომიკაში; ხელი შეუწყოს სტუდენტის მიერ მათემატიკურ მეთოდებსა და მოდელებზე დაფუძნებული ეკონომიკური კვლევების არსის გააზრება-გარკვევას; მოამზადოს სტუდენტი როგორც ზოგადი ეკონომიკური ციკლის, ისე სპეციალური საგნების სიღრმისეული შესწავლისათვის.
საბანკო საქმიანობის საფუძვლები
ეს კურსი ორიენტირებულია სტუდენტებისათვის საბანკო საქმის ორგანიზაციის სფეროში თეორიული და პრატიკული ცოდნის და უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. სწავლების პროცესში სტუდენტის ცოდნის სისტემატიზება ხდება შემდეგი საკვანძო საკითხების გარშემო - ბანკების არსი და ფუნქციები, ფასიანი ქაღალდები, ფასიანი ქაღალდების ბაზარი, სავალუტო სისტემა და სავალუტო ბაზარი, კომერციული ბანკების სავალუტო ოპერაციები, საერთაშორისო სავალუტო და საკრედიტო ურთიერთობები, ცენტრალური (ეროვნული) ბანკი და მისი ადგილი ფულად-საკრედიტო სისტემაში, კომერციული ბანკები, ფუნქციები და მათი ორგანიზაციული სტრუქტურა. უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა. საბანკო დაკრედიტების მექანიზმი, საბანკო მენეჯმენტი და მარკეტინგი, კომერციული ბანკების ლიკვიდურობა და რისკების მართვა, სპეციალური საბანკო და არასაბანკო ინსტიტუტები.
საგნის შესწავლის დასრულების შემდეგ, მიღებული ცოდნის საფუძველზე სტუდენტი უნდა ერკვეოდეს ფულად საკრედიტო ურთიერთობების არსში, მისი მოქმედების მექანიზმში საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში, დაკრედიტების და ანგარიშსწორების პრინციპებში, დაკრედიტების და უნაღდო ანგარისსწორების ფორმებში, სახალხო მეურნეობაში მათი გამოყენების პრაქტიკაში, საბანკო კანონმდებლობაში; უნდა იცნობდეს კომერციული ბანკების ორგანიზაციულ სტრუქტურას და მისი მართვის მეთოდებს, ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების საქმიანობის რეგლამენტაციის და მართვის ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ წესებს; უნდა ფლობდეს ფულის მიმოქცევის, კრედიტის და საბანკო საქმის ორგანიზაციის სფეროში პრაქტიკული საქმიანობისათვის სავალდებულო უნარ_ჩვევებს, საბანკო მენეჯმენტის და მარკეტინგის მეთოდებს, მათი გამოყენების სპეციფიურობას; უნდა შეძლოს კრედიტის სიდიდის, დაფარვის ვადების განსაზღვრა, საკრედიტო ხელშეკრულების შედგენა, გაცემული სესხების მონიტორინგი, საბანკო საქმიანობის პროცესში შესაძლო სირთულეებში გარკვევა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება.
ფულის მიმოქცევა და კრედიტი
სასწავლო კურსი სავალდებულოა საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების მექანიზმის გაგებისათვის. არ არსებობს ფულისა და კრედიტის განვითარების კანონზომიერებაზე უფრო მნიშვნელოვანი. ფულს (კრედიტს) ხშირად და სამართლიანად “ბაზრის ენას” უწოდებენ. ფული და კრედიტი წარმოადგენს თანამედროვე ცივილიზაციის განუყოფელ ატრიბუტს. მათი ოპტიმალური ფუნქციონირება საშუალებას იძლევა ორგანულ ერთიანობაში მოვაქციოთ საზოგადოებრივი პროდუქციის წაროების, განაწილების, გაცვლისა და მოხმარების განუწყვეტელი პროცესი.
კურსი მოიცავს: ფულის წარმოშობის, მათი სოციალურ-ეკონომიკური არსის და ფუნქციების, ფულის მიმოქცევის, ფულადი სისტემების ინფლაციის, მისი გამომწვევი მიზეზების და დაძლევის გზებს, როგორც სასესხო კაპიტალის მოძრაობის ფორმას, კრედიტის ფუნქციებს და ფორმების თანამედროვე საკრედიტო სისტემას.
აღნიშნული პროგრამის შესწავლა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად ჩამოყალიბებაში.
ფინანსური მენეჯმენტი
ფინანსური მენეჯმენტი ეფუძნება ისეთ დისციპლინებს, როგორიც არის მენეჯმენტის და მარკეტინგის საფუძვლები, ამავე დროს მისი სრულფასოვანი დაუფლებისათვის სტუდენტს უნდა გააჩნდეს სოლიდური ბაზა ეკონომიკური განათლების მხრივ. U კურსის შესწავლა სტუდენტებს აცნობს მენეჯმენტის ძირითად საკითხებს და მის მნიშვნელობას თანამედროვე ბიზნესში წარმატების მიღწევისათვის. კურსის შესწავლის მთავარი მიზანია სტუდენტებს განუვითარდეს ორგანიზაციის მართვისა და მისი კონკურენტული პოზიციის შერჩევისადმი სტრატეგიული მიდგომა; მათ გამოუმუშავდეთ სიტუაციის განვითარების პერსპექტივაში ჭვრეტისა და ცვლილებებისა და მიმდინარე სტრატეგიული ამოცანების ჰარმონიულად შეთანაწყობის უნარი; კურსის შესწავლის საფუძველზე სტუდენტმა უნდა იცოდეს ფინანსური მენეჯმენტის პრაქტიკაში გამოყენებისათვის საჭირო საკითხები, რის შედეგადაც უნდა ფლობდეს სტრატეგიული დაგეგმვას, შეფასებისა და კლასიფიკაციის უნარს, სტრატეგიის რეალიზების – ხერხებს. სტუდენტს უნდა შეეძლოს ზემოთაღნიშნული ხერხების პრაქტიკაში გამოყენება და მათ საფუძველზე კომპანიის მართვის უზრუნველყოფა.
რისკების მართვა და დაზღვევა
კურსის შესწავლის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს ეკონომიკური რისკების არსი და მათი გათვალისწინება ეკონომიკურ საქმიანობაში. საგნის შესწავლის პროცესში სტუდენტები ეცნობიან იმ ძირითად შიდა და გარე ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ საწარმოს საქმიანობაზე, იწვევენ საწარმოს მოგების შემცირებას, ან სულაც ზარალს და გაკოტრებას. საშუალება ეძლევათ შეისწავლონ ის ძირითადი ბერკეტები, რომელთა გამოყენებითაც საწარმოს შეუძლია დაძლიოს ან თავიდან აიცილოს სირთულეები. შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ თეორიულ ასპექტებსა და გაიარონ პრაქტიკული სახის მეცადინეობები.
ბიზნეს-დაზღვევა ითვალისწინებს დაზღვევის ეკონომიკის არსს, ბიზნესის დაზღვევაში გამოყენებული ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების, სადაზღვევო სტატისტიკის, სადაზღვევო მენეჯმენტის და ხელშეკრულების შედეგის შესწავლას.
ამ საგნის შესწავლით წარმოდგენა ექნებათ სტუდენტებს როგორ აიცილონ შემთხვევითობის გავლენა რისკის გადანაცვლებით ეკონომიკის განვითარების პროცესში. გამოუმუშავდებათ ცოდნა სადაზღვევო ტარიფების, პრეტენზიების და ხელშეკრულებების შედგენის შესახებ.
სადაზღვევო საქმე
კურსი გაათვითცნოებიერებს სტუდენტებს იმაში, რომ ადამიანს ორი რამ იცავს ამქვეყნად: სულიერად ეკლესია, მატერიალურად – სადაზღვევო კომპანია. სადაზღვევო საქმიანობა უზრუნველყოფს არა მარტო ადამიანის – ფიზიკური პირის დაცვას, არამედ ის უზრუნველყოფს საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ სტაბილურობას.
დაცული რომ იყო, უნდა იცოდე როგორ, როდის და ვისთან, რა პირობებში იგრძნობ თავსა და საქმიანობას მეტად დაცულად. ეს სასწავლო კურსი დაზღვევაში ამის ცოდნას იძლევა.
ეკონომისტს, იქნება ის დაქირავებული თუ დამქირავებელი ეცოდინება როგორ დაიზღვიოს თავი და სიციცხლე უბედური შემთხვევისაგან, ავადმყოფობისაგან, როგორ დააზღვიოს ქონება (სხვისი თუ საკუთარი) და პასუხისმგებლობა სხვის წინაშე, როგორ დაიცვას თავისი სამეწარმეო საქმიანობა ეკონომიკური რისკებისაგან.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებით საბაზრო ეკონომიკის პირობებში, აუცილებელია დაზღვევის სრული კურსის გაცნობა ეკონომისტებისათვის.
საბანკო საქმე
ამ კურსის სწავლების პროცესში სტუდენტი იძენს ცოდნას შემდეგი საკითხების გარშემო
- კომერციულ ბანკებში სააღრიცხვო-საოპერაციო სამუშაოების არსი და მნიშვნელობა. სინთეზური და ანალიზური აღრიცხვა კომერციულ ბანკებში.
- ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა.
- საბანკო ოპერაციების დუკუმენტაციაა საბანკო ოპერაციების საბუთებბრუნვის ორგანიზაცია შიდა საბანკო კონტროლი და შიდა აუდიტი.
- პასიური ოპერაციების სახეები და მათი აღრიცხვა. პასიური ოპერაციების სინთეზური და ანალიზური აღრიცხვა. დეპოზიტურ ანგარიშებზე ოპერაციების აღრიცხვა. პროცენტების დარიცხვა. პროცენტული ხარჯების ანალიზი.
- საანგარიშსწორებო და მიმდინარე ანგარიშების გახსნა და ოპერაციების წარმოება.
- საგადასახადო დავალებებით, ჩეკებით, საგადასახადო მოთხოვნა-დავალებებით, აკრედიტივით ანგარიშსწორება.
- საემისიო ოპერაციები და მათი აღრიცხვა.
- სასესხო ვალდებულებები და მათი აღრიცხვა.
- სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა და მათი გადაფასება.
- საკრედიტო ორგანიზაციების საინვესტიციო დაბანდებების აღიცხვა. ბანკის ფასიანი ქარალდების ოპერაციების ანალიზი. კლიენტების მოკლევადიანი კრედიტების გაფორმება და აღიცხვა. სესხებზე პროცენტების დარიცხვა და აღრიცხვა. სესხის დანაკარგების რეზევის სექმნა და ხარჯვა. სესხებზე ანგარიშგების სეფასება და აუდიტი. გრძელვადიანი კრედიტების კლიენტებზე გაცემისა და დაფარვის აღიცხვა ლიზინგური ოპერაციების აღიცხვა. ცენტრალიზირებული კრედიტების აღიცხვა. იპოთეკური კრედიტები და მათი აღრიცხვა.
- სალაროს სამუშაოების ორგანიზაცია. ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების საბუთებბრუნვა და მათი აღრიცხვა. საღამოს სალარო და საინკასო ამონაგები. სალაროს ოპერაციების აუდიტი.
- ძირითადი საშუალებების და კაპიტალური დაბანდებების აღიცხვა. მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღიცხვა. მასალების აღიცხვა. არამატერიალური აქტივების აღიცხვა. ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანია და სწრაფცვეთადი საგნების, მასალების ინვენტარიზაცია და მათი შედეგების აღიცხვა.
- შემოსავლების აღიცხვა. ხარჯების აღიცხვა.
- გადასახადების გაანგარიშების და აღრიცხვის თავისებურებანი კომერციულ ბანკებში. ანგარიშგების დანიშნულება და სახეები მიმდინარე ბურალტრული ანგარიშგება წლიური ბუღალტრული ანგარიშგება.
დისციპლინის სწავლების პროცესის დასრულების შემდგომ სტუდენტმა უნდა იცოდეს კომერციულ ბანკებში მიმდინარე ოპერაციების საფუძველზე ბალანსის შედგენა. გაცემული და დაბრუნებული სესხის ბუღალტრული აღრიცხვა, უნდა ფლობდეს მეანაბრეებისგან მიღებული თანხების, მათზე პროცენტების დარიცხვის და გაცემის ოპერაციების ბუღალტრულ აღრიცხვას. უნდა შეძლოს მოახდინოს შემოსავლებისა და ხარჯების მაჩვენებლების საფუძველზე ბანკის მოგების გაანგარიშება, ბალანსის შედგენა, მისი ანალიზი, ფინანსური მდგომარეობის შეფასება და კვალიფიციური დასკვნების გაკეთება, ბანკის ანგარიშგების ფორმების შედგენა.
საწარმოთა აუდიტი
საიმედო, უტყუარი აღრიცხვა და ანგარიშგება ეხმარება ორგანიზაციას რესურსების რაციონალურად გამოყენებაში. არაადექვატური აღრიცხვითა და ანგარიშგებით იჩქმალება რესურსების უყაირათო და უსარგებლო ხარჯვა, რაც ხელს უშლის შეზღუდული ეკონომიკური რესურსების ეფექტურ განაწილებასა და განთავსებას.
ეს კურსი მოიცავს კონტროლის ახალი მეთოდის – აუდიტორული საქმიანობის ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიცაა: აუდიტის წარმოშობის მიზეზები, აუდიტის პროცედურები და დებულებები, მისი ეთიკის კოდექსის ძირითადი ნორმები, რეგულირების პრინციპები, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნები და ა.შ.
ანალიზი და აუდიტი ბანკებში
სწორ აღრიცხვას და ანგარიშგებას ყველა ორგანიზაციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ბანკებისთვის. მათ არა მარტო თავიანთი ფინანსების აღრიცხვა მოეთხოვებათ, არამედ თავიანთი კლიენტი ორგანიზაციების (ვისაც აძლევენ კრედიტებს) ფინანსების აღრიცხვაც.
ეს კურსი მოიცავს როგორც ანალიზის კონტროლის ახალი მეთოდის – აუდიტორული საქმიანობის ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიცაა: აუდიტის წარმოშობის მიზეზები, აუდიტის პროცედურები და დებულებები, მისი ეთიკის კოდექსის ძირითადი ნორმები, რეგულირების პრინციპები, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნები და ა.შ.
ინვესტიციები
სასწავლო კურსის საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს სრული წარმოდგენა იქონიოს ინვესტიციებზე; მისი ორგანიზაციის და დაფინანსების მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე; ინვესტიციური საქმიანობის შესწავლა საბაზრო ეკონომიკის პირობებში მსოფლიო მიღწევების და სტანდარტების დონეზე რეალურ პირობებს შეუქმნის სტუდენტებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყანაში ინვესტიციური საქმიანობის ქართული სკოლის ფორმირების საქმეში, რათა ეფექტიანი ინვესტიციური პოლიტიკის გატარების შედეგად უმოკლეს დროში მოხდეს ინვესტიციური პროცესების გამოცოცხლება, ეკონომიკური განვითარება და აღორძინება.
ასევე სტუდენტი დამოუკიდებლად შეძლებს მეურნეობის მართვას საბაზრო ეკონომიკის პირობებში. ოპტიმალური ინვესტიციური და შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, ქვეყნის საინვესტიციო საქმის ახალი მოდულის ფორმირებას, რათა უზრუნველყოფილი იქნას ქვეყნის ეკონომიკის ეფექტიანი აღორძინება უახლეს მომავალში.
სახელმწიფო ბიუჯეტი
ეს კურსი ფინანსური მეცნიერების ძირითადი და მარეგულირებელი რგოლია. მასში აისახება მთელი ის ურთიერთობები, რომელიც სახელმწიფოს წარმოექმნება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ფულადი სახსრების ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ფონდების შექმნისა და ამ ფონდების განაწილება-გადანაწილებისას და მკაცრად მიზნობრივი გამოყენების მიმართულებით იგი საბაზო და მეცნიერული დისციპლინაა ფინანსებისა და საბანკო საქმის უმაღლესი განათლების სპეციალისტთა მომზადების საქმეში. ამ კურსს აქვს როგორც მეცნიერულ-თეორიული მნიშვნელობა, ასევე პრაქტიკული დანიშნულებაც.
მსოფლიო და ეროვნული სადაზღვევო ბაზარი
ეს კურსი სტუდენტს შეასწავლის ისეთ ძირითად საკითხებს როგორიცაა - დაზღვევის ეკონომიკური არსი და ფუნქციები, მისი ადგილი და როლი საბაზრო ეკონომიკაში საკლასიფიკაციო კრიტერიუმები და კლასიფიკაცია დაზღვევაში; დაზღვევაში გამოყენებული ცნებები და ტერმინები; სადაზღვევო ბაზრის ორგანიზაცია და სტრუქტურა; სადაზღვევო ბაზარი როგორც დინამიკური სისტემა. სადაზღვევო კომპანიების სტრუქტურა, საერთო მიზნების და პრობლემები; დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური საქართველოში, მისი სტრუქტურა და ორგანიზაცია; საქართველოს სადაზღვევო კომპანიების საქმიანობა სადაზღვევო ბაზარზე; საქართველოს კანონი ”დაზღვევის შესახებ”; სადაზღვევო კომპანიების ლიცენზირება საქართველოში; სავალდებულო და ნებაყოფლობითი დაზღვევის სახეობები საქართველოში და საზღვარგარეთ; სადაზღვევო ტარიფებისა და დანახარჯების თეორიული საფუძვლები; დაზღვევის სისტემა საზღვარგარეთის ქვეყნებში; დაზღვევა საზღვარგარეთის ქვეყნებში, ევროკავშირის ქვეყნების სადაზღვევო ბაზრის განვითარების გზები.
თანამედროვე საბანკო ტექნოლოგიები
საგნის შესწავლით მსმენელები სიღრმისეულად გაეცნობიან თანამედროვე განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების საკრედტო-საბანკო ურთიერთობათა კანონზომიერებებს და თავისებურებეს, ასევე საქართველოში საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის პროცესში ფულად-საკრედიტო სისტემის როლს და მნიშვნელობას, მისი შემდგომი სრულყოფის გზებს.
სპეციალიზაციის მოდული (ტურიზმის მენეჯმენტის)
დისციპლინები
მეორე უცხო ენა არჩევითი (რუსული ენა, სპარსული ენა, თურქული ენა ) 1
საქართველოს გეოპოლიტიკურად ერგო სამი დიდი მეზობელი, რუსეთი, ირანი და თურქეთი, რომელთაც დიდი პრეტენზია აქვთ ეკონომიკის განვითარებაში ლიდერის როლში აღმოჩნდნენ, რაც თავისთავად მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოში ბიზნესის განვითარებაზე, კონკრეტულად საქართველოში ტურიზმის სფეროში მოქმედმა ბიზნესმენებმა უნდა გაითვალისწინონ რომ ჩვენთან ტურისტების ძირითადი კონტიგენტი ჩამოვა ყოფილი სსსრ -ის ქვეყნებიდან და ჩვენი მეზობლებიდან. მართალია ამ სამი ენიდან ერთერთია სავალდებულო მაგრამ სამივე საჭიროა. ეს კურსი სტუდენტს მისცემს არჩეული ენის საწყის ცოდნას, შეასწავლის ენის გრამატიკას და აუცილებელი ლექსიკის მარაგს.
მეორე უცხო ენა არჩევითი (რუსული ენა, სპარსული ენა, თურქული ენა ) 2
ეს კურსი აგრძელებს იმ ენის შესწავლას რაც აირჩა წინა სემესტრში. კურსი სტუდენტს გაუღრმავებს არჩეული ენის გრამატიკის ცოდნას, მნიშვნელოვნად გაუზრდის ლექსიკის მარაგს. ამ კურსის შემდეგ სტუდენტს უნდა შეეძლოს პატარ-პატარა საუბრები არჩეულ ენაზე. შეეძლოს მარტივი კომუნიკაციის დამყარება უცხოელ პარტნიორებთან. სტუდენტს უნდა ჰქონდეს იმდენი ცოდნა რომ თავისით აუდიო და ვიდეო მასალებით გაიღრმავოს ცოდნა როგორც გრამატიკაში ასევე ლექსიკაში.
საქართველოს ისტორია(სპეც კურსი)
ქართული სახელმწიფოებრიობა სულ მცირე, 3000 წელს ითვლის. შუა საუკუნეებში საქართველომ შექმნა მოწინავე ქრისტიანული ცივილიზაცია, რომელმაც კაცობრიობის კულტურის საგანძური გაამდიდრა არა ერთი მსოფილიო მნიშვნელობის ლიტერატურული შედევრით, უბრწყინვალესი ტაძრებით და მეცნიერების და ხელოვნების სხვა უნიკალური მიღწევებით.
საქართველო უძველესი ცივილიზაციის ქვეყანაა. აქ მიმდინარეობდა ანთროპოგენეზის პროცესი. დაწყებული ქვედა პალეოლითიდან XXI ს. დამდეგამდე საქართველოს ტერიტორია მუდმივად იყო ადამიანთა საზოგადოების აქტიური შრომითი საქმიანობის ზონა. მოხერხებულმა გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ საქართველო იმთავითვე მოაქცია მსოფლიო მოვლენების ორბიტაში. ის ადრიდანვე ეცნობოდა კაცობრიობის მიღწევებს, მაგრამ ამასთან, მას თავს ატყდებოდა სხვადასხვა ეპოქაში მიმდინარე გლობალური კატაკლიზმებიც.
კურსის მიზანია სტუდენტების ისეთ დონეზე მომზადება, რომელსაც ექნება საჭირო ცოდნა ქვეყნის ისტორიის პერიოდებზე, რათა სათანადოდ გააანალიზოს ქვეყნის განვითარება, იცოდეს ქვეყნის კულტურული წარსული და მზად იქნება ამომწურავი პასუხი გასცეს ნებისმიერ კითხვაზე, შეძლებს საჭირო კუთხით აჩვენოს ქვეყნის ისტორიული მიღწევები, თვალსაჩინოდ წარმოაჩინოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და იყოს შეიარაღებული იმ მეცნიერული და თეორიული ცოდნით, რაც დასჭირდება შემდგომში თავისი პრაქტიკული მოღვაწეობის დროს.
საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტკური გეოგრაფია.
სასწავლო კურსის შინაარსი: შეისწავლება შემდეგი თემები - საქართველოს ბუნების გეოგრაფიულ-კლიმატური პირობები; საქართველოს მოსახლეობის კულტურული, რელიგიური, ფსიქოლოგიური და სხვა დემოგრაფიული მახასიათებლები ტერიტორიულ-გეოგრაფიულ ჭრილში; საქართველოს კუთხე-სამთავროები ისტორიულ-გეოგრაფიულ ჭრილში და მისი დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა; საქართველოს ადგილი და როლი კავკასიაში და მსოფლიოში. საქართველოს ბუნებრივი და ადმინისტრაციული საზღვრები მეზობელ სახელმწიფოებთან და საბაჟო-გამშვები პუნქტები; საქართველოს ძირითადი საგზაო-სატრანსპორტო არტერიები _ სარკინიგზო, საზღვაო, საჰაერო, საავტომობილო და მილგაყვანილობა; ქვეყნის ბუნებრივი წიაღისეული და რესურსები. მათი მოპოვების ინტენსიურობა, მარაგების მოცულობა და თანამედროვე მდგომარეობა; საქართველოს ჰიდრო-ენერგეტიკული, გაზის, ნავთობისა და სხვა თბომატარებელი რესურსების თანამედროვე მარაგები და მათი გამოყენების მდგომარეობა;
საქართველოს განვითარების პერსპექტივები მსოფლიო მეურნეობის სწრაფი ტემპებით მიმდინარე გლობალიზაციის პირობებში სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფიის დისციპლინის გადმოსახედიდან.
სასწავლო კურსის მიზანი: სტუდენტების აღჭურვა ქვეყნის წიაღისეულისა და სხვა ბუნებრივი სიმდიდრეების, გეოგრაფიულ ჭრილში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის, მისი დემოგრაფიისა და სხვა საკითხების ცოდნით.
რელიგიების ისტორია
საქართველოში მართალია მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მართლმადიდებელ სარწმუნოებას აღიარებს, მაგრამ ზოგადად მოსახლეობის რელიგიური მრწამსი მრავალფეროვანია, მსოფლიოში გავრცელებული რელიგიებიდან თითქმის ყველას მიმდევარს ვიპოვით საქართველოში.
სასწავლო კურსის შინაარსი: რელიგიის ისტორიის, როგორც ფილოსოფიური ცოდნის განსაზღვრება ფილოსოფიის კლასიკოსები რელიგიის ისტორიის შესახებ, რელიგიის სოციალური ფუნქციები, ღმერთის რწმენა-რელიგიის ძირითადი ნიშანი, რელიგიურ რწმენათა წარმოშობა ადამიანთა საზოგადოებაში. ძველი ინდური და ჩინური რელიგიები, ბერძნული, რომაული ღმერთები ქართული მრავალღმერთიანობის დახასიათება. მონოფისტური რელიგიების დახასიათება. ბუდიზმის შექმნის სოციალურ-ისტორიული პირობები, იუდაიზმი ქრისტიანობის ჩასახვის სოციალურ-ეკონომიკური პირობები და იდეური წყაროები მართმადიდებლობა, კათოლიზმი. ისლამის შექმნის ისტორიულ-პოლიტიკური პირობები. რელიგია და თანამედროვე მსოფლიო რელიგია სამყაროს მომავლის შესახებ.
ამ კურსის სწავლის პროცესში სტუდენტი იძენს და აცნობიერებს იმ დიდ ცოდნას, რომელიც დაგროვდა საუკუნეთა მანძილზე რელიგიათა შესახებ. სტუდენტი ერთმანეთისგან ანსხვავებს სხვადასხვა რელიგიათა სარწმუნოებრივ, სოციალურ და ზნეობრივ კრიტერიუმებს, და საქართველოში მათი გავრცელების პერიოდსა და მასშტაბს.
საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები
კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს ტურიზმის და რეკრეაციის ძირითადი ცნებები და ტერმინები, დაეხმაროს მათ დარგში არსებული პრობლემების გააზრებაში, კვლევის მეთოდების დაუფლებაში. გააცნოს და შეასწავლოს სტუდენტებს საქართველოს ბუნებრივი და ხელოვნური წარმოშობის ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები, ტურიზმის როლი და ადგილი საქართველოს ეკონომიკაში, ტურიზმის განვითარების ისტორია, ტურიზმის ცალკეული სახეების განვითარების პერსპექტივები საქართველოში, საქართველოს ტურისტული დარაიონება, ტურისტული ბუნებათსარგებლობისა და ეკოლოგიური ტურიზმის განვითარება, ასევე ტურიზმში გამოსაყენებელი რესურსების განსაკუთრებული სახეები, როგორიცაა სოციალურ - ეკონომიკური და საინფორმაციო ტურისტული რესურსები, საქართველოს მდებარეობის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, საქართველოს ტურისტული პოტენციალი და საქართველოს ტურისტული ფირმების მიერ ორგანიზებული კულტურული ტურები, ასევე ზოგადად ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში. ამ ცოდნის რაციონალური და ეფექტური გამოყენება ქვეყანაში ტურიზმის განვითარების აუცილებელ წინამძღვარს წარმოადგენს.
საქართველოს ტურისტული ცენტრები
სასწავლო კურსის მიზანია _ მიაწოდოს ინფორმაცია სტუდენტებს საქართველოში ტურიზმის ტერიტორიული ორგანიზაციის, მატერიალური ბაზისა და ინფრასტრუქტურის, ძირითადი ტურისტული ცენტრებისა და საკურორტო ობიექტების, მათი თანამედროვე მდგომარეობისა და ტურისტული ნაკადების შესახებ მსოფლიოს სხადასხვა ქვეყნებიდან.
ტურიზმის ეკონომიკა
კურსის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ტურიზმის ეკონომიკის სფეროში დაგროვილ თეორიულ ცოდნას, გაერკვნენ მის არსში, თუ რა როლს ასრულებს ტურიზმი ეკონომიკის განვითარებაში, როგორც ეკონომიკის ერთ–ერთი უმსხვილესი და დინამიური დარგი, როგორ უწყობს ხელს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას და დადებით აქტიურ ზემოქმედებას ახდენს ის ეკონომიკის სხვადასხვა დარგების განვითარებაზე. შეძლონ ტურიზმის ბიზნესის ეფექტიანობაზე მოქმედი ფაქტორების იდენტიფიკაცია და მიიღონ ამ დარგისთვის თეორიულ-მეთოდოლოგიური ცოდნის მაქსიმუმი.
კულტურულ-შემეცნებითი ტურიზმი
სასწავლო კურსის მიზანია _ გააცნოს და შეასწავლოს სტუდენტებს კულტურული ტურიზმის მიმართულებები, ტურიზმის ინდუსტრიის ფუნქციონირება, კულტურული ტურიზმის ეკონომიკა, ადამიანთა მოტივაციური დამოკიდებულებები, ასევე ათვისებული მასალის გათვალისწინებით გაიადვილოს ბიზნეს-ურთიერთობა, წარმოდგენა შეუქმნას კულტურული ტურიზმის კლასიკურ და ტრადიციულ ფორმებზე, გაითვალისწინოს და გამოიყენოს უცხოეთის გამოცდილება, შეასწავლოს მსოფლიოს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, როგორც კულტურული ტურიზმის ატრაქციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახე. იგი გულისხმობს სტუდენტებს ჩამოუყალიბოს სრულყოფილი წარმოდგენა კულტურული ტურიზმის შესახებ, მის როლსა და ადგილზე საერთაშორისო მოგზაურობებში; მის ისტორიაზე, ევოლუციასა და დღევანდელობაზე; კულტურული ტურიზმის განვითარების ძირითად მიმართულებებზე, დარგის განვითარების პოზიტიურ ასპექტებზე, ასევე აღმოჩენითი ტურების მომზადებასა და ჩატარებაზე, კულტურული ტურიზმის ბაზრის კვლევასა და ანალიზზე. შეისწავლის აგროტურიზმს, ასევე საქალაქო ტურიზმსა და თემატური მოგზაურობების მნიშვნელობას თანამედროვე ტურიზმში. განიხილავს ატრაქციებისა და ღირსშესანიშნაობების როლს კულტურულ ტურიზმში, ასევე ქართული აღმოჩენითი ტურების დაგეგმვას და მათ განხორციელებას. წარმოაჩენს იუნესკოს როლსა და მნიშვნელობას კულტურული ტურიზმის განვითარებაში.
ეკოტურიზმი და სათავგადასავლო ტურიზმი
კურსის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ამ სფეროში დაგროვილ თეორიულ ცოდნას, გაერკვნენ ეკოტურიზმის არსში და თავისებურებებში; ძირითად ეკოლოგიურ პრინციპებსა და კატეგორიებში; სათავგადასავლო ტურიზმის ძირითად სახეებში. გაეცნონ ეკოლოგიური და სათავგადასავლო ტურიზმის დაგეგმვისა და მართვის თავისებურებებში.
ტურიზმის გეოგრაფია
ამ კურსის მიზანია _ გააცნოს და შეასწავლოს სტუდენტებს მსოფლიოს ბუნებრივი რესურსები, ტურიზმის გეოგრაფიული განსხვავებები, რეგიონული ტურიზმის განვითარება, ეკოტურიზმის მდგომარეობა, ბუნებრივი და ანთროპოგენური ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები, ასევე ზოგადი გეოგრაფიული კანონზომიერებები, მსოფლიოს ტურისტული პოტენციალი და მისი განვითარების პერსპექტივები, თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკური რუკის ფორმირება. განიხილოს ისტორიულ-კულტურულ რესურსები და პირობები, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტები, ასევე თანამედროვე ტურიზმის გეოგრაფიის მდგომარეობა. შეისწავლოს ქვეყნები ტერიტორიის სიდიდის, მდებარეობის, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, მმართველობის ფორმის, საგარეო კურსის და საერთაშორისო სტატუსის მიხედვით, ასევე მსოფლიოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო გაერთიანებები, მსოფლიოს ტურისტული მაკრორეგიონები და რეგიონები.
ტურიზმის მენეჯმენტი
სასწავლო კურსის მიზანია - სტუდენტები გაეცნონ ტურისტული საქმიანობის მართვის თავისებურებებს, ტურისტული მენეჯმენტის ფუნქციებს; მენეჯერის კომპეტენციის ფარგლებს, მართვის ტექნოლოგიის საფუძვლებს.
კუთხური წესჩვეულება და ეტიკეტი
საქართველოში ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს კუთხური წესჩვეულებათა მრავალფეროვნება, ამის ერთერთი მაგალითია ღვინო და ქართული სამზარეულო, საქართველოში უმაღლესი ხარისხის 250 ღვინის სახეობაა, საკვები კი მრავალფეროვანი, გემრიელი და ეკოლოგიურად სუფთა. რაც შეეხება სტუმრის დახვედრასა და მიღების ეტიკეტს - ქართული სტუმართმასპინძლობას ბევრი სხვა ვერ შეედრება.
ამ კურსის მიზანია სტუდენტს გააცნოს საქართველოს კუთხური ტრადიცია და წესჩვეულებები, რომლებიც ტურისტს დააინტერესბს.
სასტუმრო კომპლექსის მენეჯმენტი
კურსის მიზანია სტუდენტები გაერკვნენ სასტუმრო მენეჯმენტის არსში, ფუნქციებში, მისი შესწავლის მეთოდოლოგიურ საფუძვლებში, შეძლონ სასტუმრო ბიზნესზე მოქმედი ფაქტორების იდენტიფიკაცია და მიიღონ თეორიულ- მეთოდოლოგიური ცოდნის ის მინიმუმი რაც წარმოადგენს სასტუმრო ბიზნესში მთავარ წინაპირობას.
საქართველოს ისტoრიულ-კულტურული ძეგლები
ჩვენი ქვეყანა მდიდარია მრავალრიცხოვანი ისტორიული ძეგლებით და ეთნოგრაფიული რესურსებით. საქართველოში 12 000 ისტორიული ძეგლი და 150 მუზეუმია. შუა საუკუნეების კოშკებით მრავლადაა მოფენილი ქვეყნის ალპური ზონები. ჩვ.წ.-მდე VI-V საუკუნეებით თარიღდება არაერთი საკათედრო ტაძარი, ეკლესია-მონასტერი და სხვა ისტორიული ძეგლი.
ამ კურსის მიზანია სტუდენტს გააცნოს ეს ჩვენი მემკვიდრეობა და მათგან ტურისტულად ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტებზე გაამახვილოს ყურადღება.
ტუროპერეიტინგი და ტურისტული მარშრუტების პროექტირება
გააცნოს და შეასწავლოს სტუდენტებს ტუროპერატორის საქმიანობის ცნება და სახეები, ასევე მიმზიდველი ტურისტული პროდუქტის შექმნა, ტურის დაგეგმვა, სახელშეკრულებო გეგმის პროექტირება ინიციატივიან და რეცეპტიულ ტუროპერატორებს შორის, მოლაპარაკებები მომსახურების მომწოდებლებთან (პარტნიორებთან), მომსახურების პროგრამის შედგენა და ასევე ტურისტული დოკუმენტაციის წარმოდგენა. შეისწავლის მომსახურების კლასს და მომსახურების პაკეტს, ასევე ხელშეკრულებას სასტუმროსთან, კვების ობიექტთან, ავტოსატრანსპორტო ორგანიზაციებთან: ავიაკომპანიასთან და რკინიგზასთან, საექსკურსიო ფირმასთან, მუზეუმთან, ასევე მოიცავს საქართველოს ტურისტული მარშრუტების პროექტირებას. სტუდენტს ჩამოუყალიბოს სწორი წარმოდგენა და საქმიანი უნარ-ჩვევები ტუროპერეიტინგში (ტურისტული პროდუქტის შექმნის ხელოვნებაში). თანამედროვე ტურიზმის განვითარება, მისი სტრატეგია თუ ტაქტიკა მკვეთრად განსხვავდება XX საუკუნის დასაწყისის ტურიზმისაგან. შესაბამისად, ამ დარგის მომავალმა სპეციალისტებმა უნდა იცოდნენ როგორია ტურიზმი, როგორც XXI საუკუნის ბიზნეს-ლიდერი; როგორია მისი ფუნქციური სტრუქტურა; რაზეა დამოკიდებული წარმატებები და როგორ იქმნება იმიჯი, ასევე რა კანონზომიერებები მართავს ტურისტულ ბაზარს.
სპეციალიზაციის მოდული (ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა)
დისციპლინები
უმაღლესი მათემატიკა (ეკონომიკური გამოყენებით)
გამოყენებითი მათემატიკის კურსის სწავლების პროცესი ორიენტირებულია უპირატესად დისციპლინის გამოყენებითი ასპექტების შესწავლაზე.
სწავლების პროცესში განიხილება რიგი მნიშვნელოვანი საკითხები: წრფის განტოლება და ეკონომიკის უმარტივესი მათემატიკური მოდელები, მატრიცები და დეტერმინანტები, წრფივ ალგებრულ განტოლებათა სისტემები, ფინანსური მათემატიკის ელემენტები, დიფერენციალური აღრიცხვის ელემენტები, ფუნქციის გამოკვლევა, მრავალი ცვლადის ფუნქციები, ინტეგრალური აღრიცხვის ელემენტები, ალბათობის თეორიის ელემენტები. თითოეული თემა ითვალისწინებს პრაქტიკულ ამოცანებისა და სავარჯიშოების შესრულებას, თეორიულ კითხვებზე პასუხის გაცემას, საშინაო დავალებების, საკონტროლო ტესტების და დამოუკიდებელი სამუშაოების სახით.
გამოყენებითი მათემატიკის უმთავრესი მიზანია სტუდენტს გააცნოს მათემატიკური ადგილი და როლი თანამედროვე ეკონომიკაში; ხელი შეუწყოს სტუდენტის მიერ მათემატიკურ მეთოდებსა და მოდელებზე დაფუძნებული ეკონომიკური კვლევების, საერთოდ თანამედროვე ეკონომიკური ლიტერატურის არსის გააზრება-გარკვევას; მოამზადოს სტუდენტი როგორც ზოგადეკონომიკური ციკლის, ისე სპეციალური საგნების სიღრმისეული შესწავლისათვის.
საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი
სასწავლო კურსის შინაარსი: სტუდენტი შეისწავლის შემდეგ საკითხებს _ საბუღალტრო აღრიცხვა, რგორც ბიზნესის ენა; საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები; წარმოების ფინანსური მდგომარეობის აღრიცხვა; სამეურნეო საშუალებები და მათი წყაროები, როგორც საბუღალტრო აღრიცხვის ობიექტი; ფირმის ფინანსური მდგომარეობის ცვლილებების ასახვა აღრიცხვაში; ძირითადი საშუალებებისა და კაპიტალური დაბანდებების აღრიცხვა; არამატერიალური აქტივების, ფინანსური დაბანდებებისა და ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა; საწარმოო მარაგების აღრიცხვა; შემოსავლებისა და გასავლების აღრიცხვა; ფინანსური რეზულტატებისა და ფონდების, კრედიტებისა და სესხების აღრიცხვა; ბუღალტრული ბალანსი; ანგარიშგება მოგებისა და ზარალის შესახებ.
შეისწავლება შემდეგი თემები - აუდიტორების დასკვნები; აუდიტორის იურიდიული ვალდებულებები; აუდიტორული მტკიცებულება და აუდიტორული პროცედურები; აუდიტის დაგეგმვა და დოკუმენტაცია; აუდიტორული არსებითობა და რისკი; შიდა კონტროლი და კონტროლის რისკის შეფასება; აუდიტის საერთო გეგმა და აუდიტის პროგრამა;
სასწავლო კურსის მიზანი: ბუღალტრული აღრიცხვის შესწავლა, მისი გამოყენება პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტისას. ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტების ობიექტურობის დონის შეფასების უნარ-ჩვევების გამომუშავება საბუღალტრო აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად.
ფულის მიმოქცევა და კრედიტი
სასწავლო კურსი სავალდებულოა საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების მექანიზმის გაგებისათვის. არ არსებობს ფულისა და კრედიტის განვითარების კანონზომიერებაზე უფრო მნიშვნელოვანი. ფულს (კრედიტს) ხშირად და სამართლიანად “ბაზრის ენას” უწოდებენ. ფული და კრედიტი წარმოადგენს თანამედროვე ცივილიზაციის განუყოფელ ატრიბუტს. მათი ოპტიმალური ფუნქციონირება საშუალებას იძლევა ორგანულ ერთიანობაში მოვაქციოთ საზოგადოებრივი პროდუქციის წაროების, განაწილების, გაცვლისა და მოხმარების განუწყვეტელი პროცესი.
კურსი მოიცავს: ფულის წარმოშობის, მათი სოციალურ-ეკონომიკური არსის და ფუნქციების, ფულის მიმოქცევის, ფულადი სისტემების ინფლაციის, მისი გამომწვევი მიზეზების და დაძლევის გზებს, როგორც სასესხო კაპიტალის მოძრაობის ფორმას, კრედიტის ფუნქციებს და ფორმების თანამედროვე საკრედიტო სისტემას.
აღნიშნული პროგრამის შესწავლა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად ჩამოყალიბებაში.
მენეჯმენტი
კურსის მიზანია სტუდენტს დაეხმაროს ახალ საზოგდოებრივ- ეკონომიკურ სისტემაში სოციალურ-ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების მართვის – მენეჯმენტის ხელოვნების დაუფლებაში.
სტუდენტი დაეუფლება ახალ ცოდნას და პრაქტიკაში მის გამოყენებას. ამ ცოდნის მნიშვნელოვანი ნაწილია მენეჯმენტის მეცნიერებისა და ხელოვნების წვდომის უნარის შეძენა და გამოყენება. სტუდენტებს ეცოდინებათ: როგორ შექმნას ორგანიზაციული კულტურა, შემოქმედებითი ინოვაციური კლიმატი, რაც წაახალისებს მუშაკებს სიახლეების დანერგვაში, როგორ გახდეს ორგანიზაციის ლიდერი ტექნოლოგიური და ორგანიზაციული ცვლილებების რეალიზაციის ინიციატორი; როგორ მოაგვარონ კონფლიქტები; ხელს შეუწყობენ ახალი ტიპის ხელმძღვანელის – ლიდერის ჩამოყალიბებას, რომელიც იქმნება მაღალპროფესიული და კომპოტენტური ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური საკითხების ფართო წრეში, ექნება მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ორგანიზაციის მიზნების ეფექტიან განხორციელებაში დაეუფლებიან მენეჯმენტის ეკონომიკურ მექანიზმს.
რისკების მართვა და დაზღვევა
კურსის შესწავლის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს ეკონომიკური რისკების არსი და მათი გათვალისწინება ეკონომიკურ საქმიანობაში. საგნის შესწავლის პროცესში სტუდენტები ეცნობიან იმ ძირითად შიდა და გარე ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ საწარმოს საქმიანობაზე, იწვევენ საწარმოს მოგების შემცირებას, ან სულაც ზარალს და გაკოტრებას. საშუალება ეძლევათ შეისწავლონ ის ძირითადი ბერკეტები, რომელთა გამოყენებითაც საწარმოს შეუძლია დაძლიოს ან თავიდან აიცილოს სირთულეები. შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ თეორიულ ასპექტებსა და გაიარონ პრაქტიკული სახის მეცადინეობები.
ბიზნეს-დაზღვევა ითვალისწინებს დაზღვევის ეკონომიკის არსს, ბიზნესის დაზღვევაში გამოყენებული ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების, სადაზღვევო სტატისტიკის, სადაზღვევო მენეჯმენტის და ხელშეკრულების შედეგის შესწავლას.
ამ საგნის შესწავლით წარმოდგენა ექნებათ სტუდენტებს როგორ აიცილონ შემთხვევითობის გავლენა რისკის გადანაცვლებით ეკონომიკის განვითარების პროცესში. გამოუმუშავდებათ ცოდნა სადაზღვევო ტარიფების, პრეტენზიების და ხელშეკრულებების შედგენის შესახებ.
ბიზნესის სტრატეგიული მართვა
კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ბიზნესის მართვაში გრძელვადიანი დაგეგმვის ფორმები და მეთოდები; ასევე ასწავლის ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სტრატეგიული მენეჯმენტის არსი და ძირითადი ფუნქციები; ორგანიზაციის გარემოს ანალიზი და შეფასება; პროგნოზები და მათი
განვითერების თავისებურებები, პროგნოზების კლასიფიკაცია, პროგნოზების შემუშავების ძირითადი მეთოდები და პრინციპები, ბიზნეს-გეგმის შედგენა და სხვ.
ეკონომიკური საქმიანობის ანალიზი და პროგნოზირება
სასწავლო კურსის შინაარსი: შეისწავლება ეკონომიკური ანალიზის პოზიტიური და ნორმატიული მეთოდები, მეცნიერული ეკონომიკური ანალიზის მეთოდი, დანახარჯები-სარგებლის მეთოდი, ინტერპოლაციისა და ექსტრაპოლაციის მეთოდები, საექსპერტო შეფასების მეთოდი, დელფის მეთოდი, მონტე-კარლოს და ხვა იმიტაციური მეთოდები.
სასწავლო კურსის მიზანი: ეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების მეთოდებში კარგად გარკვევა; თანამედროვე პრაქტიკული ბიზნეს-სტატისტიკის და მათ შორის
ეკონომიკური პროგნოზირების მეთოდების დაუფლება; ექსტრაპოლაციისა და პროგნოზირების გულუბრყვილო მეთოდების, დროითი მწკრივების დეკომპოზიციისა და ანალიზის, ერთგანტოლებიანი რეგრესიის მოდელების ბაზაზე პროგნოზირების, ეკონომიკაში მრავალფაქტორული რეგრესიული ანალიზისა და სტატისტიკურ შეფასებათა მეთოდების, არაეკონომეტრიკული პროგნოზების, ინტუიციასა და ვარაუდებზე დამყარებული პროგნოზის, ეკონომიკური ინდიკატორების მეთოდის გამოყენების, კონსენსუსზე დამყარებული პროგნოზირების, საზოგადოებრივი აზრის შესწავლისა და ექსპერტული შეფასებების ბაზაზე. პროგნოზირების სიზუსტის შეფასების უნარ-ჩვევების გამომუშავება.
წარმოების (ფირმის) ორგანიზაცია და დაგეგმვა
კურსის ამოცანაა ყოველ მხრივ ხელი შეუწყოს საწარმოთა მეურნეობრივ საქმიანობის ამაღლებას და საქართველოს ეკონომიკის კრიზისადან გამოყვანას.
დღეს, როგორც საქართველო იმყოფება საბაზრო გარდაქმნების სტადიაზე საწარმოთა ეკონომიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. იგი ეროვნული ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი რგოლია. საწარმოს წარმატებები ბევრადაა დამოკიდებული მისი ფინანსების ფუნქციონირებაზე.
ამ კურსის შესწავლა მიზანად ისახავს სტუდენტებს გააცნოს ფირმის ფუნქციონირების არსი, მიზნები, ამოცანები, ფირმის ეკონომიკის განვითარების, მართვისა და დაგეგმვის საფუძვლები, ფირმის საწარმოო და ფინანსური რესურსები, მისი მუშაობის სამეურნეო შედეგების ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები.
აღნიშნული სასწავლო კურსის საფუძვლიანი შესწავლა დაეხმარება სტუდენტს ეფექტიანი მონაწილეობა მიიღოს საწარმოთა ფინანსების აქტუალური საკითხების შესწავლაში და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
ინფორმაციული მენეჯმენტი
სასწავლო კურსის მიზანიშესასწავლი დისციპლინის მიზანია სტუდენტებს მისცეს ცოდნა სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური დანიშნულების ობიექტებისათვის საინფორმაციო სისტემების შემუშავებასთან, დანერგვასთან და ექსპლოატაციასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ინფორმაციული რესურსების არსი და სტრუქტურა; საინფორმაციო მენეჯერის საქმიანობის სისტემების ფუნქციონირებისა და განვითარების დაგეგმვა; საინფორმაციო სისტემების ფორმირება; საწარმოო მენეჯმენტი ინფორმაციის დამუშავების სფეროში; ინოვაციური მენეჯმენტი; საინფორმაციო სისტემებში პერსონალის მართვა; საინფორმაციო სისტემებში ინფორმაციული რესურსების მართვა და სხვა. მაშასადამე, მოცემული კურსის ამოცანაა სტუდენტებს შეასწავლოს ინფორმაციზაციის სფეროს სპეციფიკა.
სახელმწიფო ბიუჯეტი
ეს კურსი ფინანსური მეცნიერების ძირითადი და მარეგულირებელი რგოლია. მასში აისახება მთელი ის ურთიერთობები, რომელიც სახელმწიფოს წარმოექმნება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ფულადი სახსრების ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ფონდების შექმნისა და ამ ფონდების განაწილება-გადანაწილებისას და მკაცრად მიზნობრივი გამოყენების მიმართულებით იგი საბაზო და მეცნიერული დისციპლინაა ფინანსებისა და საბანკო საქმის უმაღლესი განათლების სპეციალისტთა მომზადების საქმეში. ამ კურსს აქვს როგორც მეცნიერულ-თეორიული მნიშვნელობა, ასევე პრაქტიკული დანიშნულებაც.
ინვესტიციები
სასწავლო კურსის საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს სრული წარმოდგენა იქონიოს ინვესტიციებზე; მისი ორგანიზაციის და დაფინანსების მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე; ინვესტიციური საქმიანობის შესწავლა საბაზრო ეკონომიკის პირობებში მსოფლიო მიღწევების და სტანდარტების დონეზე რეალურ პირობებს შეუქმნის სტუდენტებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყანაში ინვესტიციური საქმიანობის ქართული სკოლის ფორმირების საქმეში, რათა ეფექტიანი ინვესტიციური პოლიტიკის გატარების შედეგად უმოკლეს დროში მოხდეს ინვესტიციური პროცესების გამოცოცხლება, ეკონომიკური განვითარება და აღორძინება.
ასევე სტუდენტი დამოუკიდებლად შეძლებს მეურნეობის მართვას საბაზრო ეკონომიკის პირობებში. ოპტიმალური ინვესტიციური და შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, ქვეყნის საინვესტიციო საქმის ახალი მოდულის ფორმირებას, რათა უზრუნველყოფილი იქნას ქვეყნის ეკონომიკის ეფექტიანი აღორძინება უახლეს მომავალში.
მონაცემთა ანალიზი და ბიზნეს გეგმა
ამ სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს გამოუმუშავდეს უნარ-ჩვევები დასმულ საკითხზე ჩაატაროს მონაცემთა ანალიზი და შეადგინოს ბიზნეს გეგმა (ბიზნეს პროექტი) , თემატიკის შერჩევაც და პროექტების შედგენაც მიახლოვებული იქნება რეალურ პროცესთან.
ინოვაციური მენეჯმენტი.
სასწავლო კურსის შინაარსი: ინოვაციური მენეჯმენტი, როგორც სამეცნიერო და სასწავლო დისციპლინათაშორისო დისციპლინა, რომელიც გაანალიზებული და ფორმულირებულია სისტემური და ლოგისტიკური მიდგომის საფუძველზე. ინოვაციური მენეჯმენტი ვრცელდება სამეწარმეო-სამეურნეო მოღვაწეობის თითქმის ყველა სფეროზე, რომელიც ამავდროულად არის მიმდინარე სამეურნეო პროცესებზე ზემოქმედების აქტიური ინსტრუმენტული საშუალება. საგანში განხილულია შემდეგი საკითხები: ინოვაცია, როგორც ეკონომიკური კატეგორია; ინოვაციების განსაკუთრებული კლასი; ინტერნეტი და 21-ე საუკუნის მობილური ინოვაციები; ინოვაციების პროგნოზირების ეპისტემოლოგია; ინოვაციური პროცესი და მისი მართვა; ინოვაციური მენეჯმენტის ხერხები; კორუფცია და თანამედროვე ბაზრის მოწყობა ინოვაციების მართვის პროცესში; ბიზნეს-გეგმა; სახელმწიფოს ინოვაციური პოლიტიკა.
სასწავლო კურსის მიზანი: ინოვაციური მენეჯმენტის არსსა და მნიშვნელობაში გარკვევა. რომ ინტენსიური მსოფლიო ეკონომიკური გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში სწორედ ინოვაციებმა საწარმოებმა უნდა უზრუნველყონ ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. სტუდენტთა აღჭურვა სათანადო ცოდნითა და გამოცდილებით, რათა მათ შეძლონ ინოვაციური პროცესების მართვა, კორუფციასთან ბრძოლა და სწორი ინოვაციური პოლიტიკის შემუშავება და ცხოვრებაში გატარება.
სასწავლო-პროფესიული პრაქტიკა
სასწავლო-პროფესიული პრაქტიკა ემსახურება სტუდენტებისათვის მიღებული თეორიული ცოდნის გამყარებას მისი გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ეხმარება ახალგაზრდა ეკონომისტებს შემდგომში მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში.
სასწავლო-პროფესიული პრაქტიკა უტარდებათ სტუდენტებს რექტორატის მიერ შერჩეულ ობიექტებზე, რომლებთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება.
სასწავლო პრაქტიკა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტების მომზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. იგი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს რეალურ ცხოვრებაში გამოსცადოს აკადემიურ გარემოში შეძენილი კომპეტენციები (ცოდნა და უნარები). კიდევ უფრო დახვეწოს და განავითაროს ისინი.
საბაკალავრო ნაშრომი
საბაკალავრო ნაშრომი არის დამოუკიდებელი სამუშაო, რომლის შესრულების გრაფიკი განისაზღვრება ბიზნესის და მართვის აკადემიური პროგრამით. საბაკალავრო ნაშრომი განავითარებს დამოუკიდებელ აზროვნებას, ხელს უწყობს სტუდენტის სამეცნიერო ინტერესების ფორმირებას, ადგილობრივ და უცხოურ ლიტერატურასთან დამოუკიდებლად მუშაობის და მონაცემთა მოძიების, დამუშავების, ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარჩვევების გამომუშავებას. აჩვევს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას. ეხმარება სამეცნიერო ნაშრომების დაწერის პრაქტიკის, ასევე სამეცნიერო მუშაობის ტექნიკის, ხელნაწერთა გაფორმების ხერხების ათვისებაში. და ა.შ.